|
Gift Card ეს არის ლიბერთი ბანკის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც გაგიმარტივებთ, საჩუქრის შერჩევის და მისი შეძენის პროცესს. Gift Card - ის შეძენა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში. თქვენ მიერ 1.5 ლარად შეძენილი სასაჩუქრე ბარათი Gift Card იქნება იმ ოდენობის თანხის ნომინალი, რა ოდენობის თანხითაც თქვენ შეავსებთ მას.
შესავსები თანხის მინიმალური ოდენობაა 20, მაქსიმალური – 995 ლარი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ 50 ლარიანი ნომინალის (თეთრი) ან 100 ლარიანი ნომინალის (წითელი) უნივერსალური სასაჩუქრე ბარათი Gift Card. ბარათის სხვა ნებისმიერი თანხით შევსების შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ პრემიუმ (ოქროს) ბარათი.
სასაჩუქრე ბარათი Gift Card გადმოგეცემათ სპეციალური შეფუთვით, რომელიც შეესაბამება ნებისმიერ დღესასწაულს. ბარათის შეძენა მარტივი და მოსახერხებელია ყველგან და ყველასთვის – საკმარისია ეწვიოთ ლიბერთი ბანკის უახლოეს სერვის ცენტრს, შეარჩიოთ სასურველი დიზაინის ბარათი და 15 წუთში, მარტივი პროცედურით თქვენ შეიძენთ საჩუქარს, რომელიც მოეწონება ყველას.
თქვენ მიერ საჩუქრად გადაცემული Gift Card - ის გამოყენება მის მფლობელს შეეძლება შემდეგ სავაჭრო ობიექტებში:
ბარათის გამოყენება მარტივია – Gift Card პროექტში მონაწილე რომელიმე სავაჭრო ცენტრში სასურველი საჩუქრის შერჩევის შემდეგ ამ საჩუქრის საფასურს ბარათის მფლობელი იხდის სავაჭრო ობიექტებში განთავსებული ლიბერთი ბანკის პოს ტერმინალში Gift Card - ის გატარების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სასაჩუქრე ბარათის ვებ გვერდს: www.mygift.ge |