|
ანაბარი, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად განისაზღვრება საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12-თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ განაკვეთს +0.1%-ით

ანაბრების საპროცენტო განაკვეთების მონიტორინგი ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს. 7 ბანკს შორის რომელიმე ანაბარზე წლიური საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ყველა მ7 მეანაბრეს ავტომატურად ეზრდება წლიური საპროცენტო განაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება საპროცენტო განაკვეთის კლება, მ7 მეანაბრეების წლიური საპროცენტო განაკვეთი დარჩება უცვლელი
მ7 ანაბრის ძირითადი პირობები:
- ანაბრის გახსნა და მომსახურება - უფასო
- ანაბრის ვადა - 12 თვე
- ანაბრის ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი/ევრო
- მინიმალური თანხა ანაბრის გასახსნელად - 100 ერთეული
- საპროცენტო სარგებლის მიღების სიხშირე - ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
- ანაბარზე თანხის დამატება - შეუძლებელია
მ7 ანაბრის გახსნით თქვენ სარგებლობთ სიმ7ის ფორმულით:
სტაბილურობა + კომფორტი + მაღალი შემოსავალი = მ7 ანაბარი
სტაბილურობა
მ7 ანაბრის გახსნისას ხდებით ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი და სტაბილური ბანკის კლიენტი, რომელიც თავისი ფართო ქსელით ემსახურება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს
კომფორტი
თქვენ არ მოგიწევთ საუკეთესო პირობების ძიებაში დროის დაკარგვა, ამას თქვენ მაგივრად ჩვენ გავაკეთებთ. თქვენი დანაზოგის მაღალი შემოსავლიანობა ჩვენი ამოცანაა
მაღალი შემოსავალი
თქვენს მშვიდ ანაბარს დაერიცხება საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12-თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ განაკვეთს +0.1%
ანაბრის გახსნა შესაძლებელია მარტივი პროცედურით, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან პასპორტით.
მ7 ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი 2013 წლის მაისის მდგომარეობით*
|
ვალუტა |
წლიური საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში |
წლიური საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში |
|
ლარი |
12.35% |
11.85% |
|
აშშ დოლარი |
8.60% |
8.10% |
|
ევრო |
8.10% |
7.60% |
ლიბერთი ბანკი მ7 ანაბრის მფლობელებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობით: ანაბრის წლიურ საპროცენტო განაკვეთს +4.00%
*ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:
- პირველი 30 დღის განმავლობაში - საპროცენტო სარგებელი არ დაირიცხება
- პირველი 30 დღის შემდგომ - ანაბარს დაერიცხება წლიური 2.00% ანაბრის ბანკში რეალურად განთავსების ვადის მიხედვით
|