ENG
ვადიანი ანაბარი

გახდი ჩვენიანი. მიიღე მაღალი სარგებელი, შეინახე დანაზოგი საიმედოდ და ისარგებლე შენზე მორგებული პირობებით

თუ თანხის სარგებლიანად და უსაფრთხოდ შენახვა გსურთ, ლიბერთის ვადიანი ანაბარი საუკეთესო არჩევანია.

გახსენით ვადიანი ანაბარი სასურველი ვადით და მიიღეთ სარგებელი ყოველთვიურად ან ყოველწლიურად. სისტემურ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი სარგებელის მიღება შეგიძლიათ ევროს ვალუტაში გახსნილ ანაბარზე.


ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში. ხოლო თუ უკვე სარგებლობთ ლიბერთის მომსახურებით, გახსენით ანაბარი მობაილ ან ინტერნეტ ბანკიდან მარტივად და მიიღეთ სტანდარტულზე მეტი სარგებელი - ლარში გახსნილ ანაბარზე +0,2%, დოლარში +0,15 %​, ხოლო ევროში +0,15%.


ვადიანი ანაბრის ძირითადი პირობები:

  • ანაბრის გახსნა და მომსახურება - უფასო
  • ანაბრის ვადა:
    • ლარი/აშშ დოლარი: 3-დან 24 თვის ჩათვლით
    • ევრო:  6-დან 24 თვის ჩათვლით
  • ანაბრის ვალუტა - ლარი/აშშ დოლარი / ევრო
  • ანაბრის გახსნისთვის მინიმალური თანხა - 100 ერთეული (GEL/EUR/USD)
  • საპროცენტო სარგებლის მიღება - ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
  • ანაბრის მოქმედების ვადის პერიოდში თანხის დამატება / შემცირება - არ არის დაშვებული
  • საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული ვადის ბოლომდე


წლიური საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ვადის ბოლოს გატანის  შემთხვევაში:

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია ანაბარზე მინ. 1000 ერთეულის განთავსების შემთხვევაში, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით.

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 10.00% 10.38%. 2.50% 2.52%    
4 10.00% 10.34% 2.50% 2.52%    
5 10.00% 10.29% 2.50% 2.52%    
6 10.35% 10.62% 3.00% 3.02% 0.40% 0.40%
7 10.35% 10.57% 3.00% 3.02% 0.40% 0.40%
8 10.35% 10.52% 3.00% 3.02% 0.40% 0.40%
9 10.45% 10.58% 3.80% 3.82% 0.80% 0.80%
10 10.45% 10.54% 3.80% 3.82% 0.80% 0.80%
11 10.45% 10.49% 3.80% 3.82% 0.80% 0.80%
12 10.45% 10.45% 3.90% 3.90% 1.50% 1.50%
13-17 10.60% 10.55% 3.50% 3.49% 1.70% 1.70%
18 10.70% 10.43% 3.20% 3.17% 1.80% 1.79%
19-24 10.80% 10.48% 2.80% 2.78% 2.00% 1.99%
 



წლიური საპროცენტო განაკვეთი სარგებლის ყოველთვიურ გატანის შემთხვევაში:

*ეფექტური განაკვეთი დათვლილია ანაბარზე მინ. 1000 ერთეულის განთავსების შემთხვევაში, სარგებლის ყოველთვიური გატანის პირობით.

პერიოდი (თვე) ლარი აშშ დოლარი ევრო 
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 9.90% 10.36% 2.30% 2.32%    
4 9.90% 10.36% 2.30% 2.32%    
5 9.90% 10.36% 2.30% 2.32%    
6 10.15% 10.64% 2.70% 2.73% 0.30% 0.30%
7 10.15% 10.64% 2.70% 2.73% 0.30% 0.30%
8 10.15% 10.64% 2.70% 2.73% 0.30% 0.30%
9 10.10% 10.58% 3.50% 3.56% 0.50% 0.50%
10 10.10% 10.58% 3.50% 3.56% 0.50% 0.50%
11 10.10% 10.58% 3.50% 3.56% 0.50% 0.50%
12 10.05% 10.53% 3.60% 3.66% 1.30% 1.31%
13-17 10.05% 10.53% 3.20% 3.25% 1.40% 1.41%
18 10.05% 10.53% 2.90% 2.94% 1.50% 1.51%
19-24 10.05% 10.53% 2.50% 2.53% 1.60% 1.61%

 

 

ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:
 

ვადიანი ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება განსხვავებული წლიური საპროცენტო განაკვეთი

  • ლარში: 1.00%
  • აშშ დოლარში: 0.20%
  • ევროში: 0.10%


ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.


გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.'
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge