სერტიფიკატი

 
ლიბერთი ბანკი გთავაზობთ სადეპოზიტო სერტიფიკატს, რომელიც წარმოადგენს თქვენი დანაზოგის ინვესტირების და მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებას!
 
სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც თქვენ ანთავსებთ დანაზოგს ბანკში გარკვეული ვადით (ამით ყიდულობთ სადეპოზიტო სერტიფიკატს), რაზეც გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი
 
 
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატით - საპროცენტო და დისკონტური  
  • თუ გაქვთ თავისუფალი ფულადი სახსრები და გსურთ მიიღოთ მაღალი ყოველთვიური შემოსავალი სარგებლის სახით, რომელსაც გამოიყენებთ პირადი მიზნების დასაფინანსებლად, საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად. საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საპროცენტო სარგებელს ყოველთვიურად, ხოლო სერტიფიკატის თანხას მისი ვადის ამოწურვისას
  • თუ გაქვთ თავისუფალი ფულადი სახსრები, რომლის გამოყენებაც არ გსურთ გარკვეული ვადით, დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი თანხის დაბანდების და გარანტირებულად მაღალი სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა. დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს ფასნამატის სახით - სერტიფიკატის საწყის თანხას და მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს (ფასნამატს) მიიღებთ ვადის ბოლოს

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი (როგორც დისკონტური, ასევე საპროცენტო) ლიბერთი ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლებით ან აღნიშნული უფლების გარეშე1

ბანკის მიერ გამოსყიდვის უფლების მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატს ერიცხება უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი, ვიდრე აღნიშნული პირობის გარეშე არსებულ სადეპოზიტო სერტიფიკატს

სადეპოზიტო  სერტიფიკატის ძირითადი უპირატესობები:

  • ადეპოზიტო სერტიფიკატს ერიცხება ვადიან ანაბარზე მაღალი საპროცენტო სარგებელი - სადეპოზიტო სერტიფიკატით სარგებლობისას იღებთ ანაბრებს შორის ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს
  • სადეპოზიტო სერტიფიკატი შესაძლებლობას გაძლევთ ხანგრძლივი პერიოდით მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი - სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია 60 თვემდე ვადით, შესაბამისად უფრო ხანგრძლივი ვადით, ვიდრე სტანდარტული ვადიანი ანაბრის გახსნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტია სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა, მით უფრო ხანგრძლივად იღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს
  • შესაძლებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის ნებისმიერ დროს გასხვისება სხვა პირზე - თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაყიდოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი სხვა პირზე და მიუხედავად ამისა მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი

თუ დაგჭირდათ თანხა, მაგრამ გსურთ, რომ შეინარჩუნოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელზეც გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედიტით2

სადეპოზიტო სერტიფიკატის ძირითადი პირობები:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა - ლარი / აშშ დოლარი
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა:
    • 12, 18, 24, 36, 48, ან 60 თვე3
    • 36, 48 ან 60 თვე4
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება:
    • მინიმალური - 1,000 ლარი / აშშ დოლარი
    • მაქსიმალური - შეუზღუდავი

სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება არის მხოლოდ 100-ის ჯერადის მოცულობის თანხა (ანუ 1,000, 1,100, 1,200 და ა.შ), შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ჯერადობის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა.

დამატებითი საბანკო პროდუქტები სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელისთვის

ლიბერთი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშის საბაზისო პაკეტი და საკრედიტო ბარათი მეჯიქ ქარდი.

სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთები5

სადეპოზიტო სერტიფიკატი ლიბერთი ბანკის მიერ (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლების გარეშე
წლიური საპროცენტო განაკვეთები, რომლითაც შესაძლებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა (გაყიდვის / გამოშვების ფასი)

სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა (თვე) / ტიპი ლარი აშშ დოლარი
  დისკონტური საპროცენტო დისკონტური საპროცენტო
12 13.00% 12.00% 2.50% 2.30%
18 13.25% 12.20% 2.75% 2.40%
24 14.00% 12.50% 3.00% 2.45%
36 14.00% 12.50% 3.10% 2.50%
48 14.25% 12.50% 3.25% 2.55%
60 14.50% 12.55% 3.50% 2.60%
 
 
სადეპოზიტო სერტიფიკატი ლიბერთი ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლებით
წლიური საპროცენტო განაკვეთები, რომლითაც შესაძლებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა (ლიბერთი ბანკის მიერ გამოსყიდვის უფლების მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატის გაყიდვის / გამოშვების ფასი) და რომლითაც განხორციელდება ლიბერთი ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსყიდვა (თუ ბანკი გამოიყენებს სერტიფიკატის გამოსყიდვის უფლებას)
სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა (თვე) / ტიპი ლარი აშშ დოლარი
  დისკონტური საპროცენტო დისკონტური საპროცენტო
36 14.30% 12.80% 3.40% 2.80%
48 14.55% 12.80% 3.55% 2.85%
60 14.80% 12.85% 3.80% 2.90%
 

საპროცენტო განაკვეთები, რომლითაც გამოითვლება ლიბერთი ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის გადასაცემი დამატებითი საპროცენტო სარგებელი7

სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა (თვე) დისკონტური / საპროცენტო
(ლარი / აშშ დოლარი)
სერტიფიკატის შეძენიდან გასული ვადა
  24-36 თვე 37-48 თვე 49-60 თვე  
36 1.00% - -
48 2.00% 1.00% -
60 3.00% 2.00% 1.00%
სადეპოზიტო სერტიფიკატის ყიდვის ფასი (სერტიფიკატის წლიური საპროცენტო სარგებლის +4%) არის ინდიკატორი და ლიბერთი ბანკის შეხედულებისამებრ შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს (როგორც ლიბერთი ბანკის მიერ გამოსყიდვის უფლების მქონე, ასევე აღნიშნული უფლების არ მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში) ლიბერთი ბანკი არ არის ვალდებული იყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი (მათ შორის ყიდვის ფასის საპროცენტო განაკვეთით)
  1. სადეპოზიტო სერტიფიკატი ლიბერთი ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლებით - აღნიშნული საბანკო პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში ლიბერთი ბანკს აქვს უფლება გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი, მისი (სერტიფიკატის) შეძენიდან 24 თვის შემდეგ ნებისმიერ დროს
  2. კრედიტის ვალუტა - ლარი
  3. თუ სადეპოზიტო სერტიფიკატზე არ ვრცელდება ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლება
  4. თუ სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება ბანკის მიერ მისი (სერტიფიკატის) გამოსყიდვის უფლება
  5. ცხრილში მოცემული საპროცენტო განაკვეთები დამოკიდებულია რიგ ეკონომიკურ ფაქტორებზე - აღნიშნული საპროცენტო განაკვეთები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ლიბერთი ბანკის შეხედულებისამებრ
  6. დამატებით საპროცენტო სარგებელს თქვენ მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ლიბერთი ბანკი გამოსყიდვის უფლების გამოყენებით განახორციელებს სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვას და ასევე მიიღებთ: დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში - სერტიფიკატის გაყიდვიდან მიღებულ თანხას; საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში - სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას პლიუს სარგებლის ბოლო გაცემის დღიდან სერტიფიკატის გაყიდვის დღემდე დაანგარიშებულ საპროცენტო სარგებელს

 

სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო სარგებლის კალკულატორი

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, გამოთვლილი თანხის მოცულობა მოცემულია მხოლოდ საორიენტაციოდ. სარგებლის ზუსტი მოცულობა განისაზღვრება ბანკსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით.