SMARTPAY *166# OK

SmartPay არის მობილური ბანკი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონიდან. თუ თქვენ ხართ ლიბერთი ბანკის მომხმარებელი, ნებისმიერი ოპერატორის მობილური ნომრიდან აკრიფეთ *166# და OK. ეკრანზე გამოჩნდება ის ფუნქციები, რომელთა გამოყენებასაც მარტივად შეძლებთ თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით. 

SmartPay მომსახურების გამოყენებით თქვენ შეძლებთ:

  • შეამოწმოთ თქვენს ანგარიშებზე არსებული ნაშთი
  • გადაურიცხოთ თანხა ახლობელს ან მეგობარს
  • შეავსოთ მობილურის სასაუბრო დრო უფასოდ
  • აიღოთ სესხი სწრაფად და მარტივად - ბანკში მიუსვლელად
  • დაფაროთ კომუნალური და სხვა გადასახადები კალათით


SmartPay მომსახურებით განხორციელებულ ოპერაციებზე თქვენ ასევე გერიცხებათ ქულები ლიბერთი კლუბში. დაგროვილი ქულების გადაცვლა შეგიძლიათ ნაღდ ფულზე, ან გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები.