ტენდერები

დასახელება

ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ნაწილების შესყიდვაზე

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

20 ივლისი 2018

აღწერილობა

 

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“

 

ტენდერო   დოკუმენტაცია

 

სწრაფი გადახდის აპარატის ნაწილების შესყიდვა

 

2018 წელი

 

1. შესყიდვის ობიექტი და სპეციფიკაციები;

1.1 სწრაფი გადახდის აპარატის ნაწილების შესყიდვა, დანართში (დანართი N1) მითითებული დეტალური სპეციფიკაციების მიხედვით;

 

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

 

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

3.1 საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, აეროპორტის მიმდებარედ სს „ლიბერთი ბანკის“-ს საწყობში.

 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები  

4.1 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

4.2 ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან  10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში;

 

5. ზოგადი პირობები

5.1 პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);

5.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

5.3 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის   (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

6.1 შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 ივლისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

6.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის ნაწილების შესყიდვა).

6.3 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე

       ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@libertybank.ge; მობ: 595 901 200; ტექნიკურ საკითხებზე - თენგო დოლიძე, მობ: 596545444, ელ-ფოსტა: Tengiz.Dolidze@lb.g