სადეპოზიტო სერტიფიკატი

 

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ფასიანი ქაღალდების მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი. თქვენ ყიდულობთ სადეპოზიტო სერტიფიკატს გარკვეული ვადით, რაზეც გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი. თუ გსურთ დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება მაღალი სარგებლის მისაღებად, სადეპოზიტო სერტიფიკატი დაბანდების საუკეთესო საშუალებაა.

სადეპოზიტო სერტიფიკატის ძირითადი უპირატესობები:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატს ერიცხება უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი, ვიდრე ვადიან ანაბარზე განთავსებულ თანხას
  • სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა შესაძლებელია 60 თვემდე ვადით - უფრო ხანგრძლივი ვადით, ვიდრე სტანდარტული ვადიანი ანაბარი
  • სადეპოზიტო სერტიფიკატი შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაასხვისოთ სხვა პირზე

 

სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები:

  • ვალუტა: ლარი / აშშ დოლარი
  • მინიმალური ღირებულება: 1000 ლარი / აშშ დოლარი

 

არსებობს ორი ტიპის სადეპოზიტო სერტიფიკატი: დისკონტური და საპროცენტო

  • დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელს და საწყის თანხას ერთად მიიღებთ ვადის ბოლოს.
  • საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენით საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ყოველთვე, ხოლო სერტიფიკატის საწყის თანხას - ვადის ამოწურვისას.
სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაძენად, მობრძანდით ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
 
სადეპოზიტო სერტიფიკატის წლიური საპროცენტო განაკვეთი: 
 
დისკონტური
სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა (თვე) / ტიპი ლარი აშშ დოლარი
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 8.10% 8.56% 1.95% 1.96%
6 8.10% 8.94% 2.00% 2.01%
9 8.10% 9.36% 2.75% 2.76%
12 8.10% 9.75% 3.50% 3.50%
18 8.25% 10.00% 3.75% 3.72%
24 8.75% 10.23% 4.25% 4.16%
36 9.25% 10.18% 4.35% 4.17%
48 9.75% 10.11% 4.50% 4.22%
60 10.00% 9.86% 4.75% 4.35%
საპროცენტო
სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადა (თვე) / ტიპი ლარი აშშ დოლარი
  ნომინალური ეფექტური ნომინალური ეფექტური
3 8.05% 8.57% 1.80% 1.81%
6 8.05% 8.84% 1.85% 1.86%
9 8.05% 9.38% 2.55% 2.58%
12 8.05% 9.76% 3.30% 3.35%
18 8.05% 9.98% 3.55% 3.61%
24 8.50% 10.14% 3.75% 3.82%
36 8.50% 10.31% 3.80% 3.87%
48 8.50% 10.36% 3.90% 3.97%
60 8.50% 10.47% 4.00% 4.07%

სადეპოზიტო სერტიფიკატის თანხების დათვლის ფორმულები

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულების დათვლა:

CP=NP/((1+R/365  ×RD))

სადაც:
CP           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულება;
NP           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება;
R              წლიური საპროცენტო განაკვეთი;
RD           დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის გაყიდვის დღიდან მის (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დღეები.


საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულების დათვლა:

CP=NP+NP×R/12×CI/DM

სადაც:
CP           საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულება;
NP           საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება;
R              წლიური საპროცენტო განაკვეთი;
CI             საპროცენტო  სადეპოზიტო სერტიფიკატზე ბოლო საპროცენტო სარგებლის მიღებიდან სერტიფიკატის გაყიდვის თარიღამდე არსებული დღეები;
DM          საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატზე ბოლო საპროცენტო სარგებლის მიღებიდან მომდევნო საპროცენტო სარგებლის მიღებამდე არსებული დღეები.

 

ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსყიდვა წარმოადგენს ბანკის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას.

თუ ბანკი დათანხმდება სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვას სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვაზე, გაყიდვის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს + 5%, რომელსაც კლიენტი უხდის ბანკს სერტიფიკატის დარჩენილ ვადაზე.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge