iOS / Android მობილ ბანკი

 

განახლებული მობილ ბანკის აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას ბანკში მიუსვლელად, თქვენი სმარტფონის გამოყენებით მიიღოთ სრული საბანკო მომსახურება.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მობილ ბანკით სარგებლობისთვის საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტ ბანკის მომსახურება. თუ ჯერ არ სარგებლობთ ამ მომსახურებით, გაიარეთ რეგისტრაცია დისტანციურად შემდეგ მისამარზე: https://ibank.pay.ge/MActivation/StepOne

განახლებულ მობილ ბანკში თქვენ შეძლებთ:

  • გამოიყენოთ მარტივი ავტორიზაციის მეთოდი - პინ კოდით ან თითის ანაბეჭდით ავტორიზაცია
  • შეამოწმოთ, მართოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და ანაბრები
  • გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა ნებისმიერ ქართულ ან უცხოურ ბანკებში
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები. გააერთიანოთ ხშირად მოხმარებადი გადასახადები კალათებში და ერთი კლიკით დაფაროთ ყველა ვალდებულება
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები
  • მიიღოთ და გაგზავნოთ ადგილობრივი და უცხოური ფულადი გზავნილები
  • შეავსოთ მობილურის სასაუბრო დრო
  • გამოიწეროთ ყოველთვიური ამონაწერი თქვენი ანგარიშებიდან
  • დააკონვერტიროთ თანხა უცხოურ ვალუტაში
  • მოძებნოთ ლიბერთი ბანკის ბანკომატები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ფილიალები და თქვენთან ახლოს მდებარე სხვა ობიექტები
  • ისარგებლოთ დამატებითი საბანკო ოპერაციებით.

 

 

 

 

 

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ახალ მობილ ბანკში ავტორიზაციას:

  1. გაიარეთ ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია ინტერნეტ ბანკში - გახსენით ბმული და მიყევით მარტივ ინსტრუქციებს: https://ibank.pay.ge/MActivation/StepOne
  2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიარეთ ავტორიზაცია ახლადშექმნილი მომხმარებლის სახელით და პაროლით ინტერნეტ ბანკში.
  3. გამოიყენეთ ახლადშექმნილი მომხმარებლის სახელით და პაროლი მობილ ბანკში ავტორიზაციისთვის.