სიახლეები

09 ივნისი, 2017

ფულადი გზავნილების სერვისი ინტერნეტ ბანკში

ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს ამიერიდან ფულადი გზავნილების სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ. ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა შესაძლებელია როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური (ლიბერთი ექსპრესი) ტიპის გზავნილების ოპერაციებისთვის.

შენიშვნა! ამ ეტაპზე მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ და გააგზავნონ შემდეგი კომპანიების გზავნილები:

• ლიბერთი ექსპრესი
• ANELIK-SUPER
• BLIZKO
• SIGUE MONEY TRANSFER
• CONTACT
• INTELEXPRESS
• LEADER
• MONEYGRAM
• RIA MONEY TRANSFER
• UNISTREAM
• WELSEND
• XPRESSMONEY
• ЗОЛОТАЯ КОРОНА
• IBA EXPRESS

გაგზავნის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: ლარი, ევრო, აშშ დოლარი და რუბლი. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ვალუტის ანგარიში. შესაძლებელია მაქ. 5000 ლარის (შესაბამისი ექვივალენტი ვალუტაში) ოდენობის გზავნილის გაგზავნა. მომხმარებელს შეუძლია გზავნილი მიიღოს ისეთ ვალუტაში, რომელის შესაბამისი ანგარიშიც აქვს. მაგალითად: თუ მომხმარებელს რუბლის ანგარიში არ აქვს, ოპერაციას ვერ შეასრულებს).

გზავნილების ისტორიაში მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს ინფორმაცია მის მიერ შესრულებული გზავნილების ოპერაციების შესახებ, რომელიც შესრულებულია დისტანციური არხებით.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებლებს რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ ინტერნეტ ბანკის სერვისით, შეუძლიათ უფასოდ, დისტანციურად გაიაქტიურონ ეს მომსახურება. გასააქტიურებლად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/2fZRBwK
შემიშვნა: ინტერნეტ ბანკის გასააქტიურებლად საჭიროა ფლობდეთ ლიბერთი ბანკში მიმდინარე ანგარიშს.