სიახლეები

24 ივნისი, 2017

ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯის ახალი ინიციატივა ბავშვებისთვის „ვიმეგობროთ“
 

24 ივნისს, ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯი საქართველოს ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება „ვიმეგობროთ“, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თანატოლებთან.

ღონისძიებაზე პატარა ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ახალი მეგობრები და ერთად  ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში და ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია შექმნას და ამასთანავე ხელი შევუწყოს ისეთი პლატფორმების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი, შესაძლებლობები, შეიძინონ განათლება და სასარგებლო უნარები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ არა მარტო საჭიროებების, არამედ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ“. სწორედ, ამ საერთო ღირებულებით, უკვე სამი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო“. - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი

„პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს უზრუნველყოს სასარგებლო გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ღირსეული ცხოვრებისთვის.  დიდი მადლობა ლიბერთი ბანკს, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება ინიციატივების განხორციელებაში“ - პირველი ნაბიჯის დირექტორი, თამარ ზაალიშვილი