დესპანები

მარიამ ბოლქვაძე

ჩოგბურთელი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2016 წლიდან

ვრცლად

დაიბადა 1998 წლის 1 იანვარს, ქ.ბათუმში. 8 წლის ასაკში  გადაწყვიტა ჩოგბურთის თამაში. 9 წლიდან ინტენსიური ვარჯიშისა და მომზადების შემდეგ  დაიწყო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება და უკვე 12 წლის, ორგზის ჩემპიონი იყო 16 წლამდე ასაკთა ჯგუფში,

14 წლის, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი 18 წლამდე ასაკთა ჯგუფში და ევროპის 50- ეულში იდგა.

 16 წლიდან მარიამმა დაიწყო ქალთა საერთაშორისო შეჯიბრებების თამაში და მისი ამჟამინდელი რეიტინგია #443 ერთეულებში ხოლო #597 წყვილებში.

2016 წელს  მონაწილეობა მიიღო Junior Wimbledon-ში სადაც გახდა ფინალისტი წყვილებში ხოლო ერთეულებში მერვედფინალისტი.

სულ მარიამს  სამი 10.000$იანი შეჯიბრი აქვს მოგებული, მათგან 2 ეგვიპტეში, ხოლო 1 ბათუმში. ეგვიპტის ტურნირის ფინალში მან Wimbledon-ის ჩემპიონი დაამარცხა.

ასევე ინგლისის ნაციონალურ ტურნირში დამარცხებული ჰყავს ამჟამინდელი 100-ეულის მოთამაშე Naomy Broady,

ამავე წელს ითამაშა ფედერაციის თასი საქართველოს სახელით სადაც 100%იანი მოგების შედეგი აჩვენა.


 

დამალვა

ზაზა ნადირაძე

ნიჩბოსანი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2016 წლიდან

ვრცლად

დაიბადა 1993 წლის 2 სექტემბერს ქ.მცხეთაში. 2006 წელს აქტიურად დაიწყო ნიჩბოსნობაში ვარჯიში და 2007 წელს, 15 წლამდე ასაკთა ჯგუფში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

2008 წელს, როგორც ერთ, ისე ორ  ადგილიან კანოეში, მოიპოვა ოქროს მედალი.

2011 მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული

2012 წელს, მესამედ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობის გარდა,  ზაზამ უკრაინის საერთაშორისო ჩემპიონატის მესამე ადგილი მოიპოვა.

2013 წელს მოიგო სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ჩემპიონატი, მოიგო საქართველოს ჩემპიონობა აბსოლუტურ ასაკში და აბსოლუტურ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილი მოიპოვა.

2014 წელს აიღო ბაქოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე U23  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2015 წელს ბაქოს თამაშემში მე-10 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში  მე-4 აგილი დაიკავა.

2016 წელს ზაზამ ევროპის სალიცენზიო ჩემპიონატზე, მეორე ადგილით, აიღო რიოს ლიცენზია, მსოფლიო თასის ჩემპიონატზე მესამე ადგილი, U23 ჩემპიონატზე მესამე ადგილი, ხოლო რიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი მოიპოვა.

დამალვა

ელენე მიდელაშვილი

ასტროფიზიკოსი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2016 წლიდან

ვრცლად

დაიბადა 1993 წლის 3 დეკემბერს, თეთრი წყაროს რაიონის სოფ. საღრაშენში. სწავლობს მაგისტრატურის პირველ კურსზე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის,  ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით; დამატებითი სპეციალობა - ფსიქოლოგია.  2008 წელს აიღო პირველი ადგილი საქართველოს მასშტაბით გამართულ ქართული ენის ლინგვისტურ კონკურსში. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტისაგან დაჯილდოვდა, როგორც წარჩინებული მოსწავლე. 2013 - 2014 წლებში ელენე გახდა სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის ,,მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის’’მონაწილე და სპეციალური პრიზის მფლობელი. 2015 წლიდან ის გახდა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის მოყვარულთა კლუბის სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის ,,მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.  2013 წლიდან მუშაობს, როგორც მკვლევარი, თეორიული ასტროფიზიკის ცენტრში, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, ასევე, როგორც ასისტენტ-მკვლევარი - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტებში.  

 

 

დამალვა

ნინო ხომერიკი

მოჭადრაკე - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2016 წლიდან

ვრცლად

დაიბადა 1998 წლის 10 მარტს, ქ. თბილისში. მამამისი, გიორგი ხომერიკი, საქართველოს დამსახურებული ჭადრაკის მწვრთნელი, 4 წლის ასაკიდან ყოველდღიურად წვრთნიდა მას, და 5 წლისამ, უკვე აქტიურად დაიწყო სატურნირო გამოსვლები.
ნინომ პირველი საჭადრაკო სერიოზული წარმატება 2007 წელს მოიპოვა, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა 10 წლის გოგონებს შორის, მას შემდეგ რეგულარულად იგებს საქართველოს ჩემპიონატებს, როგორც თავისი ასაკის, ისე 2 წლით უფროსი ასაკის მონაწილეთა შორის.  ასევე  მუდმივად წარდგენილია  მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ხუთეულში.
2012 წელს ნინომ  მსოფლიოს პირველობა სლოვენიაში მოიპოვა და ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა,  2014 წელს ბათუმში ევროპის პირველობაზე  ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2015 წელს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და  საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა, ვეიკ ან ზეეს საერთაშორისო ტურნირში დიდოსტატის ბალიც შეასრულა, რამაც კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანა.

 

 

დამალვა

მზია ბებოშვილი

ძიუდოისტი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2016 წლიდან

ვრცლად

დაიბადა 1998 წლის 9 ივლისს, ქ. თელავში. 2011 წლიდან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა ძიუდოში. 2012 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი.  2013 წელს ჩაერთო ევროპის დონის შეჯიბრებებში და მიიღო მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი უფროსი ასაკის მონაწილეთა შორის. 2014 წელს გახდა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი. 2015 წლის დასაწყისში აიღო ევროპის ჩემპიონატის პირველი ადგილი, გახდა ევროპის თასის პრიზიორი  საქართველოში ჩატარებულ ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებაზე, ხოლო ამავე წლის ბოლს კი ოლიპიური ჩემპიონი, შევიდა მსოფლიოსა და ევროპის რეიტინგის საუკეთესო სამეულში და დასახელდა „წლის აღმოჩენად“

დამალვა

ირაკლი ბოლქვაძე

მოცურავე - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2014-დან 2016 წლამდე

ვრცლად

2014 წლის 11 მარტს, ლიბერთი ბანკის პირველი დესპანი გახდა, ახალგაზრდა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე. აღსანიშნავია, რომ ირაკლი არის პირველი ქართველი მოცურავე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელმაც მოიპოვა ლონდონის ოლიმპიადის თამაშების ლიცენზია. ლიბერთი ბანკი მუდმივად გვერდში უდგას ირაკლის მიღწევების გასაუმჯობესებლად და მეტი წარმატების მოსაპოვებლად.

ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2014 წლიდან - 2016 წლამდე

დამალვა

ბექა გოჩიაშვილი

ჯაზ-პიანისტი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი 2013-დან 2015 წლამდე

ვრცლად

ბექა ექვსი წლის ასაკიდან სწავლობდა კლასიკურ მუსიკას. ცხრა წლიდან ჯაზის საუკეთესო პედაგოგთან, ზურა რამიშვილთან მიიყვანეს. უკრავდა ბებე ლორთქიფანიძის კლუბ „მეოცე საუკუნეში“. თერთმეტი წლისამ, ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალზე ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო დრამერთან, ლენი უიტთან ერთად დაუკრა. 2008 წლის ივნისში თბილისს საქმიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანიკონდოლიზა რაისი ეწვია და ბექას მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ბექა ყველაზე ნიჭიერი ჯაზმენია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, ჯონ ტეფთან შეხვედრის შედეგგაიცნო ჯოელ ჰარისონი, აშშ-ის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომლის რჩევითაც ჯულიარდში ჩააბარა. შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, 2008 წელს ბექა მამამისთან ერთად ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ჯულიარდის სკოლისა და მანჰეტენის მუსიკის სკოლის კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად მცირეასაკისა, ორივეგან მიიღეს. თექვსმეტიწლის ასაკში ჩიკ კორეასთან ერთად ალბომიჩაწერა, რომელმაც ერთ-ერთ კონცერტზე სტუმრებს უთხრა - „ეს ბიჭიმონსტრია, დაიმახსოვრეთ!“. ბექა დღესაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობასჯაზის თავბრუდამხვევ სამყაროში და ყოველი ახალი კონცერტის შემდეგ გაიგონებთ სიტყვებს - „ეს ბიჭი გენიოსია!“
ბექა გოჩიაშვილი ლიბერთი ბანკი ბრენდის დესპანი  - 2013 – 2015 წელი 

ბექა ექვსი წლის ასაკიდან სწავლობდა კლასიკურ მუსიკას. ცხრა წლიდან ჯაზის საუკეთესო პედაგოგთან, ზურა რამიშვილთან მიიყვანეს. უკრავდა ბებე ლორთქიფანიძის კლუბ „მეოცე საუკუნეში“. თერთმეტი წლისამ, ლატვიაში, საულკრასტის ფესტივალზე ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო დრამერთან, ლენი უიტთან ერთად დაუკრა. 2008 წლის ივნისში თბილისს საქმიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანიკონდოლიზა რაისი ეწვია და ბექას მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ბექა ყველაზე ნიჭიერი ჯაზმენია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, ჯონ ტეფთან შეხვედრის შედეგგაიცნო ჯოელ ჰარისონი, აშშ-ის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომლის რჩევითაც ჯულიარდში ჩააბარა. შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, 2008 წელს ბექა მამამისთან ერთად ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ჯულიარდის სკოლისა და მანჰეტენის მუსიკის სკოლის კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად მცირეასაკისა, ორივეგან მიიღეს. თექვსმეტიწლის ასაკში ჩიკ კორეასთან ერთად ალბომიჩაწერა, რომელმაც ერთ-ერთ კონცერტზე სტუმრებს უთხრა - „ეს ბიჭიმონსტრია, დაიმახსოვრეთ!“. ბექა დღესაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობასჯაზის თავბრუდამხვევ სამყაროში და ყოველი ახალი კონცერტის შემდეგ გაიგონებთ სიტყვებს - „ეს ბიჭი გენიოსია!“
ბექა გოჩიაშვილი ლიბერთი ბანკი ბრენდის დესპანი  - 2013 – 2015 წელი 

 

დამალვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთელი - ლიბერთი ბანკის ბრედის დესპანი 2015-დან 2016 წლამდე

ვრცლად

ნიკოლოზმა 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაით ბეის“ სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14 წლიანებში. არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ITF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. მონაწილეობდა ვიმბლდონისჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში „ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 118 -ე ჩოგანია. 2016 წლის 18 იანვარს, ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ნიკოლოზი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. ეს მატჩი მის კარიერაში გამოცდილების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. ნიკოლოზი განაგრძობს შედეგების გაუმჯობესებას და ყოველი ტურნირი - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სპორტსმენის წარმატებული მომავლისკენ. 
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი - 2015 წლიდან 

 

დამალვა