ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
თემო ჯორბენაძე შემოუერთდა ბანკს 2017 წლის ნოებერში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
ამ თანამდებობაზე მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა დაფინანსების მოზიდვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან და ლიბერთი ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
თემოს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობას 20 წელზე მეტი გამოცდილება დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში და საქართველოში. თემო იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: ბანკი როტშილდი (2002-2005); ვითიბი კაპიტალი (2006-2011); ნოვა კაპიტალი (2011-2016) და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.
თემო ფლობს MBA ხარისხს University of Nebraska at Omaha (1998-2000); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს საერთაშორისო ურთიერობების განხრით (1991-96) და სწავლობდა City University of New York (1993-94).
ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.
დავით აბაშიძე ლიბერთის 2021 წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.
ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.
ლევან თხელიძე ლიბერთი ბანკს 2017 წელს შემოუერთდა, გენერალური დირექტორის მოადგილის და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.
ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.