ჩვენი ქსელი
იხილეთ ლიბერთის ბანკომატების, სერვის ცენტრების, თვითმომსახურების ტერმინალების და სხვა ფიზიკური ობიექტების ადგილმდებარეობები ინტერაქტიულ რუკაზე
ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში იქნა არჩეული.
ბექა გოგიჩაიშვილის გამოცდილება ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით უკვე 10 წელზე მეტს ითვლის.
2009-2014 წლებში ბექას ეკავა ფინანსური ანალიტიკოსის და გუნდის ლიდერის წამყვანი პოზიციები სხვადასხვა კომპანიებში, როგორებიცაა “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ და “თიბისი ბანკი“.
2015-2017 წლებში ის აქტიურად იყო ჩართული “საპარტნიორო ფონდში“ მიღებული პროექტების რისკების შეფასებისა და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.
ბექა გოგიჩაიშვილი “Hunnewell Partners Georgia”-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს აღნიშნული კომპანიის მიერ გაკეთებული ინვესტიციების მენეჯმენტს ლიბერთი ბანკში და ასევე, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში.
ბექა ფლობს ბაკალავრის ხარისხს (BBA) ფინანსების მიმართულებით (2006-2010, კავკასიის ბიზნეს სკოლა) და MSc ხარისხს ფინანსების მენეჯმენტში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი).
მაგდა მაღრაძე სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის აგვისტოში იქნა არჩეული. 2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე იკავებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.
მურთაზ კიკორია სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2019 წლის ივლისში იქნა არჩეული. მურთაზს საბანკო და საფინანსო სფეროსთან 25 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.
მამუკა წერეთელი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა
ირაკლი რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლის ოქტომბრიდან იკავებს.