ENG

თეა ლეშკაშელი

გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
ამოსაბეჭდი ვერსია
2021 დანიშვნის თარიღი

თეა ლეშკაშელი ლიბერთის 2021 წლის თებერვალში შემოუერთდა დირექტორის მოადგილის საოპერაციო მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

თეა ლეშკაშელს ჰოსფითალითი ბიზნესში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მან  კარიერა 1997 წელს შერატონ მეტეხში, როგორც შემოსავლების მენეჯერმა დაიწყო, და მას შემდეგ სტარვუდისა და ჰილტონის ქსელებში არაერთი წამყვანი თანამდებობა ეკავა.

თეა ლეშკაშელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 7 საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო აქვს გახსნილი. ის სიქს სიგმა გრინ ბელთი და გამოცდილი ქოუჩია.

2017 წელს თეა სათავეში ჩაუდგა ქართული სასტუმროების ბრენდის „ამბასადორი“ ტრანსფორმაციის პროგრამას, როგორც ბიზნესის განვითარების დირექტორი. 2018 წელს მან კაჭრეთის ამბასადორის გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა.

თეა ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატელიტური სისტემების ინჟინრის ბაკალავრის დიპლომს.

 

სხვა პროფილები

ვაჟა მენაბდე

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ვაჟა მენაბდე ლიბერთის 2020 წლის მარტში შემოუერთდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე.

დავით აბაშიძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, რისკების დირექტორი

დავით აბაშიძე ლიბერთის 2021 წლის იანვარში შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის, რისკების დირექტორის პოზიციაზე.

ვახტანგ ბაბუნაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ვახტანგ ბაბუნაშვილი ლიბერთის 2020 წლის ივლისში შემოუერთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2021 წლის იანვარში გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

ვასილ ხოდელი

გენერალური დირექტორი

ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკს 2019 წლის 30 დეკემბერს შემოუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე.