ENG
შევსებადი ანაბარი

ანაბარი, რომლის შევსება შესაძლებელია მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს

ანაბარი, რომლის შევსება შესაძლებელია მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს - ანაბრის შევსებით იზრდება როგორც თქვენი დანაზოგი, ასევე ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ასევე შევსებადი ანაბრით სარგებლობისას თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიტანოთ დამატებითი შენატანი ისე, რომ არ დაირღვეს მთლიანი ანაბრის ხელშეკრულება

შევსებადი ანაბრის ძირითადი პირობები:

  • ანაბრის გახსნა და მომსახურება  - უფასო
  • ანაბრის ვადა - 3-დან 24 თვის ჩათვლით
  • ანაბრის ვალუტა - ლარი
  • მინიმალური თანხა ანაბრის გასახსნელად - 5.00 ერთეული
  • საპროცენტო სარგებლის მიღების სიხშირე - ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად
  • ანაბარზე თანხის დამატება - შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ დროს ანაბრის მოქმედების განმავლობაში
  • დამატებითი შენატანის მინიმალური ოდენობა* - შეუზღუდავი


შევსებადი ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთები სარგებლის ვადის ბოლოს გატანის პირობით**:

ანაბრის ვადა ნომინალური ეფექტური
3-5 5.00% 5.07%
6-8 6.00% 6.06%
9-11 7.00% 7.02%
12-24 8.00% 8.00%

*ყოველ დამატებით შენატანს საპროცენტო სარგებელი დაერიცხება, შენატანის განხორციელებიდან ანაბრის ვადის ბოლომდე დარჩენილი ვადის და ამ ვადაზე ზემოაღნიშნულ განაკვეთების ცხრილში გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით
**დამატებითი პირობები:

  საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში ცხრილში მოყვანილ წლიურ საპროცენტო განაკვეთებს აკლდება 0.50%
  პირველადი შენატანის გატანის შემთხვევაში ანაბრის ხელშეკრულება ჩაითვლება დარღვეულად;
  ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:

პირველი 30 დღის განმავლობაში  - საპროცენტო სარგებელი არ დაირიცხება
პირველი 30 დღის შემდგომ: 

  • თუ სარგებლის მიღების პირობაა - ყოველთვიურად: ანაბარს დაერიცხება წლიური 0.50% ანაბრის ბანკში რეალურად განთავსების ვადის მიხედვით
  • თუ სარგებლის მიღების პირობაა - ვადის ბოლოს: ანაბარს დაერიცხება წლიური 1.00% ანაბრის ბანკში რეალურად განთავსების ვადის მიხედვით

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge