ENG
sმარტივი UnionPay International

UnionPay International ბარათებით გადახდის დროს ისარგებლეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალური შეთავაზებებით

sმარტივი ბარათი არის როგორც ადგილობრივი PAY სისტემის, ასევე UnionPay International (UPI) საერთაშორისო ბარათი. ლიბერთი ბანკის და თიბისი ბანკის პოს ტერმინალების და ბანკომატების გარდა, ბარათის გამოყენება ასევე შესაძლებელია მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 20 მილიონამდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტში.

UPI ჩინური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უკვე 400-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს ბარათების გამოშვებისა და გადახდების მიღების კუთხით. ლიბერთი ბანკი საქართველოში პირველია, რომელიც მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს UPI ბარათების გამოშვებას და UPI ბარათებით გადახდების მიღებას. 

UPI ბარათებზე გლობალურად მოქმედებს DUTY FREE მაღაზიებში ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები. 

ბარათის ტიპი UPI Classic / სტანდარტული UPI Diamond / პრემიალური
ბარათის ვადა 10 წელი 10 წელი
ბარათის ღირებულება უფასო თვეში 3 ლარი ან 30 ლარი წლიური, წინასწარი გადახდით

 

ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სარგებლობა
საქართველოში: ლიბერთი ბანკის, ტერა ბანკი და თიბისი ბანკის POS ტერმინალების გამოყენებით და 30-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია UPI ბარათით გადახდა უფასო უფასო

 

თანხის განაღდების საკომისიო ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში
ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან 2.00%, მინიმუმ 0.50 ლარი უფასო
ლიბერთი ბანკის პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან (PAY სისტემა) - ტერა ბანკი,  2.00%, მინიმუმ 0.50 ლარი უფასო
UPI სისტემაში ჩართული ბანკომატებიდან, 30-ზე მეტ ქვეყანაში 2.00%, მინიმუმ 2 აშშ დოლარი 1.50%, მინიმუმ 2 აშშ დოლარი
ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში 3.00%, მინიმუმ 0.50 ლარი 1.00%, მინიმუმ 0.50 ლარი
სხვა ბანკის სერვის ცენტრებში 3.00%, მინიმუმ 0.50 ლარი 1.00%, მინიმუმ 0.50 ლარი
H2H სისტემაში ჩართული ბანკების სერვი ცენტრებში 3.00%, მინიმუმ 0.50 ლარი 1.00%, მინიმუმ 0.50 ლარი
H2H სისტემაში ჩართული ბანკების ბანკომატებით 2.00%, მინიმუმ 0.50 ლარი 0.50%, მინიმუმ 0.50 ლარი

 

ნაშთის შემოწმება ბანკომატებში
ლიბერთი ბანკის ბანკომატებში უფასო უფასო
პარტნიორი ბანკის ბანკომატებში უფასო უფასო
სხვა ბანკის ბანკომატებში (UPI) 0.35 აშშ დოლარი 0.35 აშშ დოლარი

 

ბარათის სხვა პირობები
სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში ტრანზაქციის დღიური ლიმიტი 10,000 ლარი 20,000 ლარი
ბანკომატებში თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 1,500 ლარი 3,000 ლარი
ბარათის სასწრაფო დამზადების სერვისი (დამატებითი საკომისიო) 5 ლარი 5 ლარი
დაკარგული, დაზიანებული ან ვადაგასული ბარათის აღდგენა უფასო უფასო
sმარტივი კალათის ყოველთვიური საკომისიო 0.5 ლარი უფასო
sმარტივი კალათში პროვაიდერების მაქსიმალური რაოდენობა 7 10

 

სმარტივი ბარათის სტანდარტული პირობები