ENG
VISA/MASTERCARD ბარათები

გადაიხადეთ უკონტაქტოდ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში

ლიბერთი ბარათი არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო VISA payWave / MasterCard PayPass ტიპის საბანკო ბარათი. ლიბერთი ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ და ინტერნეტში. ბარათის უკონტაქტო ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ სწრაფად ბარათის გადახდის აპარატზე მხოლოდ ერთი მიდებით. მცირე თანხაზე არ მოითხოვება PIN კოდის შეყვანა

იხილეთ ბარათის პირობები


ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისი

რა არის ბარათის 3D უსაფრთხოება და რატომ უნდა ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით?

ბარათის 3D უსაფრთხოება წარმოადგენს ინტერნეტით საბანკო ბარათის გამოყენების დამატებით უსაფრთხოების სერვისს და ხელმისაწვდომია მხოლოდ VISA ან MasterCard-ს ტიპის საბანკო ბარათებისთვის Verified by Visa და MasterCard SecureCode სერვისების სახით.

ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ, ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, საბანკო ბარათის გამოყენება დაადასტუროთ პირადი მობილური ტელეფონის ნომერზე მიღებული ერთჯერადი სმს ვერიფიკაციის კოდით და შესაბამისად შეამციროთ საბანკო ბარათის უცხო პირის მიერ ინტერნეტით გამოყენების რისკი.

ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისის გასააქტიურებლად ეწვიეთ ლიბერთის ბანკის უახლოეს სერვის ცენტრს. გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ სმს ბანკის სერვისი, პირადი მობილური ტელეფონის ნომერზე.

სერვისით მომსახურების საკომისიო შეადგენს - 0.00 ლარს.

3D უსაფრთხოების სერვისი მოქმედებს მისი გააქტიურებიდან საბანკო ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე ან ბარათის მფლობელის მიერ ბანკისათვის სერვისის გაუქმების შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე.