ENG

სად შემიძლია შევავსო განაცხადი პირადი ბანკირის მომსახურების მისაღებად?

განაცხადის შევსება შესაძლებელია პირადი ბანკირის სამსახურში, რომელიც მდებარეობს მე-2 სართულზე ლიბერთი ბანკის ცენტრალურ ფილიალში მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 74. განაცხადის ფორმა ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბანკის ვებ გვერდიდან www.libertywealth.ge კითხვებით მოგვმართეთ ტელეფონზე: +995 32 2555 500, შიდა 1010.

შემიძლია თუ არა მივიღო დამატებითი ბარათი, რომელიც მიბმული იქნება ჩემს მულტისავალუტო ანგარიშზე?

თქვენ შეგიძლიათ მიაბათ თქვენს მულტისავალუტო ანგარიშს დამატებითი ბარათ(ებ)ი, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენ ან თქვენი ოჯახის  წევრები.

იბეგრება თუ არა საბანკო ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადით?

ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

რას ნიშნავს პრიორიტეტულობა ნაშთებსა და ოვერდრაფტს შორის?

ნაშთების პრიორიტეტულობა - თუ ოპერაციის შესრულების დროს შესაბამისი ვალუტის მქონე ანგარიშზე არ გაქვთ საკმარისი ხელმისაწვდომი ნაშთი, ამ ანგარიშზე მულტისავალუტო ანგარიშში შემავალი სხვა ანგარიშებდან ხდება თანხების მობილიზება კონვერტაციის გზით. თანხების კონვერტაციისას გაითვალისწინება ანგარიშების პრიორიტეტულობა, რომელსაც თქვენ წინასწარ უთითებთ.
 
ოვერდრაფტის პრიორიტეტი - თუ ოპერაციის შესრულების დროს შესაბამისი ვალუტის მქონე ანგარიშზე არ გაქვთ საკმარისი ხელმისაწვდომი ნაშთი, ამ ანგარიშზე ოვერდრაფტის გამოყენებით ხდება ტრანზაქციის ჩატარება ისე, რომ არ ხდება მულტისავალუტო ანგარიშში შემავალი სხვა ანგარიშებიდან თანხების მობილიზება კონვერტაციის გზით. 
  
ნაშთების ან ოვედრაფტის პრიორიტეტულობას თქვენ წინასწარ უთითებთ მულტისავალუტო ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადში.

მულტისავალუტო ბარათით ტრანზაქციის შესრულებისას რა თანმიმდევრობით ხდება თანხების გახარჯვა?

პირველ რიგში, თანხები იხარჯება იმ ანგარიშიდან, რომლის შესაბამის ვალუტაშიც ახდენთ ტრანზაქციას;
თუ ოპერაციის შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე თანხები არასაკმარისია, ხარჯვა მოხდება ძირითადი ვალუტის ანგარიშიდან, რომელსაც თქვენ წინასწარ მიუთითებთ.
ძირითად  და პრიორიტეტულ ვალუტებს შორის არჩევანს აკეთებთ ანგარიშის გახსნის დროს.

რა უპირატესობა აქვს მულტისავალუტო პლასტიკურ ბარათს?

მულტისავალუტო პლასტიკური ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას დახარჯოთ თქვენი თანხები თქვენთვის სასურველ ვალუტაში კონვერტაციის გარეშე.
საბანკო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრსა თუ ფილიალში, ასევე ინტერნეტით.
ერთი ბარათის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ ათამდე ანგარიში სხვადასხვა ვალუტაში.
დაგერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი მულტისავალუტო პლასტიკურ ბარათზე ნებისმიერ ვალუტაში განთავსებულ ყოველდღიურ ნაშთზე.

არსებობს რამე შეზღუდვა საქართველოდან ჩემი თანხების და/ან მოგების გატანაზე და/ან საქართველოში მათ ინვესტირებაზე?

საქართველოდან თანხების და/ან მოგების გატანაზე და/ან საქართველოში მათ ინვესტირებაზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობს.

როდის და როგორ მივიღებ დარიცხულ საპროცენტო სარგებელს?

დარიცხული საპროცენტო სარგებელი თქვენს მულტისავალუტო საბარათე ანგარიშზე ჩაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს და მის გამოყენებას შეძლებთ მომენტალურად.

როგორ უნდა გავხსნა თქვენთან საბანკო ანგარიში?

ანგარიშის გასახსნელად საჭიროა წარმოადგინოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და შეავსოთ განაცხადი პირადი ბანკირის მომსახურების შესახებ.

როგორ შემიძლია განვათავსო თანხები ჩემს ანგარიშზე ლიბერთი ბანკში?

ანგარიშზე თანხის განთავსება შესაძლებელია როგორც თქვენს საბანკო ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანით ლიბერთი ბანკის რომელიმე ფილიალში ან სერვის ცენტრში, ასევე თქვენს ანგარიშზე თანხის  ჩარიცხვით  საქართველოს ან უცხოეთის ნებისმიერი ბანკიდან.