ENG
ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

ყველაფერი პენსიის შესახებ

რა ტიპის პენსიები არსებობს?


ასაკობრივი პენსია 

მარჩენალ დაკარგულის პენსია

ძალოვანის პენსია 

შშმ პირების პენსია

ვხდები საპენსიო ასაკის, როგორ ავიღებ პენსიას ?


საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა - 65 წლის და ქალბატონმა - 60 წლის შესრულების შემდეგ, ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს. თუ განცხადება პენსიის დანიშვნის შესახებ სააგენტოში წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ (საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ), პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე (საპენსიო ასაკის დადგომამდე) არაუმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე, პენსია ინიშნება პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დეტალურად

სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ლიბერთი ბანკში ავტომატურად გაიხსნება სოციალური ანგარიში მიმდინარე თვის 14 რიცხვიდან და დაგიმზადდებათ საბანკო ბარათიც, რომელზეც ჩაგერიცხებათ პენსია. ბარათის ასაღებად მიმართეთ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს.

საპენსიო ბარათის და პინ კოდის ვადა


საპენსიო ბარათის ვადა არის 6 წელი, ბარათის მოქმედების ვადა დატანილია თვითონ ბარათზე 16 ნიშნა ნომრის ქვეშ.
საპენსიო ბარათის პინ კოდის ვადა არის 1 წელი  (პინ კოდის განახლება შესაძლებელია თავად პენსიონერის ვიზიტის შემთხვევაში ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში) 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ან მაისში სრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდა. ძირითად სოციალურ ბარათებზე, რომელთა პინ კოდის მოქმედების ვადა უკვე დასრულდა 01.01.2020-დან  ან 31 მაისის ჩათვლით დასრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდათ.

როდის ირიცხება პენსია


პენსია ირიცხება ყოველი თვის 14 რიცხვში, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, Covid-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, 2020 წლის აპრილის და მაისის ასაკობრივი პენსია ლიბერთი ბანკმა, საკუთარი რესურსით ჩარიცხა წინასწარ.

მინდობილობით/დამატებითი ბარათით პენსიის აღება


მესამე პირს დაუმზადდება დამატებითი ბარათი, თუ პენსიის მიმღები და მესამე პირი ერთჯერადად, ერთად დააფიქსირებენ განცხადებას ლიბერთის სერვისცენტრში. 

მესამე პირის მიერ, სერვისცენტრში შესაბამისი მინდობილობის წარდგენის საფუძველზე, მინდობილ პირს უმზადდება დამატებითი ბარათი, რომლითაც შეძლებს პენსიის გატანას. 

მინდობილობის საფუძველზე დამზადებული დამატებითი ბარათის ვადები


დამატებითი ბარათის, ისევე, როგორც საპენსიო მინდობილობის ვადა არის 1 წელი.

სოციალური (საპენსიო) ბარათის და პინ კოდის ვადის გაგრძელება


ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვირუსის პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ან მაისში სრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 3 თვით გაუხანგრძლივდა.
ძირითად სოციალურ ბარათებზე, რომელთა პინ კოდის მოქმედების ვადა უკვე დასრულდა 01.01.2020-დან  ან 31 მაისის ჩათვლით დასრულდება, მოქმედების ვადა ავტომატურად 2020 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდათ.

 

იმ შემთხვევაში თუ უკვე სარგებლობთ მინდობილობის საფუძველზე დამზადებული დამატებითი ბარათით, რომელსაც ვადა გაუვიდა:

 


მინდობილობის საფუძველზე დამზადებული დამატებითი ბარათის ვადა ავტომატურად არ გაგრძელებულა

მინდობილობის საფუძველზე დამზადებული  ვადაგასული დამატებითი ბარათის აღდგენა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებში, ახალი - ვადიანი მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის და მათი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, შესაძლებელია, რომ სახლში მოვიდეს ლიბერთის გამსვლელი მოლარე ოპერატორი, რომელიც დაგეხმარებათ დაწეროთ განცხადება ვადაგასული დამატებითი ბარათის აღდგენაზე. განაცხადის გაკეთებიდან 3 სამუშაო დღეში, მინდობილი პირი შეძლებს ლიბერთის სერვისცენტრიდან ახალი ბარათის გატანას. ან, სურვილისამებრ, გამსვლელი მოლარე ოპერატორი დაგეხმარებათ პენსიონერის ძირითადი ბარათის სახლში მიტანის სერვისის გააქტიურებაში და გრაფიკით გათვალისწინებული ვიზიტის დროს მოგიტანთ სახლში როგორც ძირითად ბარათს, ასევე კუთვნილ პენსიას. ამ მომსახურების მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში ნომერზე: 2 55 55 00

გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურება

 


თუ პენსიის მიმღები პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოდის ფილიალში/სერვისცენტრში პენსიის ასაღებად, შესაძლებელია ნებისმიერი მესამე პირი  დაგვიკავშირდეს დისტანციური მომსახურების ცენტრში: 2 55 55 00, ან გვეწვიოს უახლოეს სერვისცენტრში და გააკეთოს შესაბამისი განცხადება. ამ განცხადების საფუძველზე, პენსიონერი მიიღებს გამსვლელი მოლარე ოპერატორის მომსახურებას ანუ პენსიის სახლში მიტანის სერვისს. 
გამსვლელი მოლარე ოპერატორი პენსიის ჩარიცხვიდან (ყოველი თვის 14 რიცხვი) 8-10 სამუშაო დღეში, სახლში მოგიტანთ კუთვნილ პენსიას

 

მაისის პენსია წინასწარ

ბანკის მიერ წინასწარ ჩარიცხული აპრილის და მაისის პენსია

27 აპრილს, ლიბერთი ბანკმა კიდევ ერთხელ, საკუთარი რესურსით გამოყო 100მლნ ლარი და ჩვენი თანამოქალაქეების, ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანების აპრილის პენსიები ჩარიცხა წინასწარ. ამ პროგრამის მიზანია ავარიდოთ უფროსი თაობის წარმომადგენლები ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად შევძლოთ დაავადებათა კონტროლის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოებისა და დისტანციის წესების დაცვა. 

რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხა წინასწარ, 7 მაისს. ჩარიცხული  თანხა ბარათით გადახდისას ხელმისაწვდომია მყისიერად, ხოლო განაღდების გრაფიკის სანახავად ნახეთ: www.myliberty.ge

ვის ეხება მაისის პენსიის წინასწარ ჩარიცხვის პროგრამა?


მაისის პენსია წინასწარ დაერიცხა ყველა იმ პენსიის მიმღებ პირს, ვისაც ერიცხება ასაკობრივი პენსია. სხვა ტიპის პენსიის მიმღებ პირებს, რომელთა პენსიის ოდენობა არის 45 ლარიდან 300 ლარამდე შეუძლიათ ისარგებლონ სერვისით "პენსია ჩარიცხვამდე" ან აიღონ პენსია სტანდარტულად - 14 რიცხვში.
 

როდის შევძლებ წინასწარ ჩარიცხული ასაკობრივი პენსიით სარგებლობას?


ბარათით გადახდისას, 60+ ასაკობრივი პენსიის მიმღები პირებისთვის, მაისის პენსია უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქებში, ყველგან, სადაც ბარათით გადახდა შეიძლება. ხოლო, პენსიის ნაღდი ფულით გაცემა ბანკომატებსა და სერვის ცენტრებში, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
პენსიის ნაღდი ფულით გატანის გრაფიკის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.myliberty.ge. თარიღის სანახავად, ვებ გვერდზე  შეიყვანეთ 11 ნიშნა პირადი ნომერი.  ან დარეკეთ 032 208 მობილურიდან და  208 ქალაქის ნომრიდან.

როგორ მოვიქცე, თუ არ მსურს მაისის პენსიის წინასწარ აღება?


მაისის  პენსია 60+ ჩაირიცხა თქვენს საკუთარ ანგარიშზე, შესაბამისად შეგიძლიათ განკარგოთ თქვენი სურვილისამებრ. თანხის თქვენს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე დატოვება, ან გატანა უფასოა. 

​რა არის ‘პენსია ჩარიცხვამდე’?


პენსია ჩარიცხვამდე არის ლიბერთი ბანკის სერვისი, რომელიც გულისხმობს  საჭიროების შემთხვევაში, კუთვნილი პენსიის ერთი თვის თანხის წინასწარ, ყოველი თვის 1 რიცხვიდან 13 რიცხვამდე მიღებას. 

‘პენსია ჩარიცხვამდე’- სიმბოლურ, ერთჯერად გადასახადს ითვალისწინებს, რომელიც განისაზღვრება 15-დან 80-თეთრამდე, თანხის გატანის თარიღისა და ოდენობის მიხედვით. 

წინასწარ ჩარიცხული პენსიების პროგრამის ფარგლებში სრულად ჩაირიცხა მაისის თვის პენსია?


დიახ, მაისის თვის პენსია დაგერიცხათ სრულად.

ითვალისწინებს თუ არა საკომისიოს წინასწარ ჩარიცხული აპრილის და მაისის თვის პენსიები?


არა, აპრილის და მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ლიბერთის ინიციატივით და ამ პროგრამის ფარგლებში პენსიით სარგებლობა არის უფასო. 

აპრილის და მაისის პენსია წინასწარ ჩაერიცხა თუ არა ნამსახურებ, მარჩენალდაკარგულ და შშმ პირებს?


არა, აპრილის და მაისის წინასწარ ჩარიცხული პენსია ვრცელდება მხოლოდ  ასაკობრივ პენსიონერებზე.

გამსვლელი მოლარე როდის მომიტანს სახლში?


თუ თქვენ უკვე გყავთ მომაგრებული გამსვლელი მოლარე ოპერატორი, 27 აპრილიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 

თუ პენსიის მიმღებმა პირმა დღეს გააკეთა მოთხოვნა ბინაზე მომსახურებაზე, ამ 10 დღის განმავლობაში შეძლებენ წინასწარ ჩარიცხული პენსიის მიტანას?


პენსიის მიმღები პირს, რომელიც ახლა დააფიქსირებს ბინაზე მომსახურების სურვილს, გამსვლელი მოლარე ოპერატორი მოემსახურება 14 მაისიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში.

როდის მივიღებ SMS-ს?


პენსიის ჩარიცხვისა და მისი ნაღდი ფულით გატანის თარიღის შესახებ საინფორმაციო შეტყობინებას თქვენს მობილურზე მიიღებთ პენსიის წინასწარ ჩარიცხვისთანავე. ჩარიცხული თანხით სარგებლობა შეგეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას, ხოლო SMS-ში მითითებულ თარიღში შეძლებთ ბანკომატიდან, ან სერვის ცენტრიდან პენსიის ნაღდი ფულის სახით გამოტანასაც. თარიღი ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ნებისმიერ დროს www.myliberty.ge-ზე.

პენსია ჩარიცხვამდე ხშირად დასმული კითხვები

რას ითვალისწინებს სერვისი „პენსია ჩარიცხვამდე“?


"პენსია ჩარიცხვამდე" არის ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მიერ საპენსიო თანხის ჩარიცხვამდე წინასწარ მიიღოს კუთვნილი პენსია ყოველი თვის 1 რიცხვიდან 13 რიცხვამდე

რამდენია „პენსია ჩარიცხვამდე“ მომსახურების საკომისიო?


პენსია ჩარიცხვამდე ითვალისწინებს სიმბოლურ გადასახადს, რომელიც განისაზღვრება 15-დან 80-თეთრამდე ერთჯერადი გადასახადით. 

ვის შეუძლია „პენსია ჩარიცხვამდე’’ სერვისით სარგებლობა?


„პენსია ჩარიცხვამდე“ სარგებლობა შეუძლია სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს, რომლის ყოველთვიური პენსია შეადგენს 45 ლარიდან 300 ლარამდე თანხას. 

შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ გააქტიურება სხვა სოციალური გასაცემლების გათვალისწინებით?


"პენსია ჩარიცხვამდე" გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო პენსიისა და სხვა სოციალური გასაცემლის წინასწარ მიღების მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიღება არ არის შესაძლებელი დევნილთა და სოციალური შემწეობის მიმღები პირების მიერ.

სად არის შესაძლებელი „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისის მიღება?


ბანკის ფილიალებში/სერვის ცენტრებში, ბანკის მოძრავი მომსახურების ერთეულებში და ბანკომატებზე.

როდის არის შესაძლებელი „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობა?


"პენსია ჩარიცხვამდე" სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პენსიის ჩარიცხვამდე, ყოველი თვის 1-დან 13 რიცხვის ჩათვლით. სხვა რიცხვებში აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა არ არის შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ გააქტიურება პენსიის ოდენობაზე ნაკლები თანხით?


„პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისი ითვალისწინებს მომხმარებლისთვის ერთი თვის პენსიის თანხის წინასწარ და სრულად გააქტიურებას. თუ ბანკომატის საშუალებით გაიაქტიურებთ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისს, შესაძლებელია მიღებული თანხის ნაწილობრივ ათვისება და ნაწილი თანხის ბარათზე დატოვება, რადგან ბანკომატიდან მხოლოდ 5-ის ჯერადი კუპიურები მიიღება. დარჩენილი თანხა (მაგალითად 4.2 ლარი) შესაძლებელია გამოიტანოთ სერვისცენტრის ოპერატორის დახმარებით, ან დატოვოთ თქვენს ანგარიშზე და ბარათით გადახდისას ისარგებლოთ მაღაზიებსა და აფთიაქებში. 

შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ ვადაზე ადრე დაფარვა?


არა, ვადაზე ადრე დაფარვა არ არის შესაძლებელი.

რა დოკუმენტებია საჭირო „პენსია ჩარიცხვამდე“ პროდუქტით სარგებლობისათვის?


ბანკის ფილიალში/სერვის ცენტრში გააქტიურებისას - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ძირითადი სოციალური  საბანკო ბარათი;

ბანკომატზე გააქტიურებისას - ძირითადი სოციალური საბანკო ბარათი და პინ კოდი;

შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ დამატებითი ბარათით ან მინდობილობით მიღება?


„პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისის მიღება მინდობილობის ან დამატებითი ბარათის საფუძველზე არ არის შესაძლებელი.

საპენსიო სესხით/საპენსიო ოვერდრაფტით სარგებლობისას, შესაძლებელია თუ არა „პენსია ჩარიცხვამდე“ მომსახურების მიღება?


დიახ, შესაძლებელია თუ არსებული საპენსიო სესხი/საპენსიო ოვერდრაფტი არ არის ვადაგადაცილებაში.

რამ შეიძლება განაპირობოს „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობის შეზღუდვა?


მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს ვადაგადაცილებული საპენსიო სესხი/საპენსიო ოვერდრაფტი;

მომხმარებელზე არ უნდა იყოს გავრცელებული ინკასო,  ყადაღა და სოციალურ ანგარიშზე არ უნდა ფიქსირდებოდეს ბრონი ან ოვერლიმიტი;

მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული სხვა კრედიტი, გარდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებისა: ნებისმიერი ტიპის ოვერდრაფტი, ანაბრით ან სადეპოზიტო სერტიფიკატით უზრუნველყოფილი სესხი, საკრედიტო ბარათი  ან სამომხმარებლო სესხი;

მომხმარებელი არ უნდა ფიქსირდებოდეს თავდებად სხვა პირზე გაცემულ სოციალურ ავანსზე;

ვის უნდა მივმართოთ თუ ბანკომატზე „პენსია ჩარიცხვამდე“ შეთავაზება არ იქნება აქტიური?


ბანკომატზე შეთავაზების არ არსებობის შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს/სერვის ცენტრს.

სოციალური (ასევე საპენსიო) ბარათი

ბარათის შესახებ


სოციალური ანგარიში ავტომატურად იხსნება ლიბერთი ბანკში, სოციალური სარგოს (პენსია, სოციალური, დევნილის და დემოგრაფული დახმარება) მიმღებ პირზე, შესაბამისი სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სოციალური სარგოს ჩარიცხვის შემდეგ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრში და აიღოთ თქვენს სახელზე წინასწარ დაბეჭდილი ბარათი.
 
  • სოციალური ბარათი არის სტანდარტული Visa/MasterCard ტიპის ბარათი, რომლით გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც  ბარათით გადახდა შესაძლებელია როგორც საქართველში, ასევე საზღვარგარეთ

"საბავშვო ბარათის" (ასევე "კვების ბარათის") შესახებ


საბავშვო ბარათს/ კვების ვაუჩერს იღებენ 2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე  ოჯახები, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ. ოჯახი იღებს 1 ბარათს ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიუხედავად.

თვის 19-21 რიცხვებში (სოციალურ დახმარებასთან ერთად)  საბავშვო ბარათზე  ირიცხება 30 ლარი, რომელსაც კვების ვაუჩერს ეძახიან, აღნიშნული თანხის დახარჯვა  შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ მაღაზიებში. მაღაზიების ჩამონათვალი. დარჩენილი 20 ლარი ირიცხება სოციალურ ანგარიშზე (როგორც ადრე) და მისი გამოყენება შესაძლებელია მფლობელის სურვილისამებრ.

სოციალური ბარათის უპირატესობები და პრივილეგიები


სოციალური ბარათით გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, სადაც შესაძლებელია ბარათით გადახდა. ამასთან, ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაინერგა რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რაც სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს.  ეს პროგრამა მოიცავს ევექსი კლინიკებში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელსა და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში სოციალური ბარათით გადახდისას განსაკუთრებულ ფასებსაც : 

ევექსი

 ლიბერთის სოციალური ბარათით ევექსის 33 კლინიკაში  ისარგებლებთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ფასებით. 50%-მდე ფასდაკლება სამედიცინო სერვისებზე: სპეციალური კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, სტომატოლოგია.

დეტალურად

 

ფარმადეპო

ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლებთ 20%-მდე ფასდაკლებით 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე. ფასდაკლება გავრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და ფასდაკლებების გამოყენების შემთხევაშიც.

დეტალურად 

 

ნიკორა

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასებით 350-მდე დასახელების ყოველდღიური საჭიროების პროდუქტზე ისარგებლებენ ნიკორას სუპერპარკეტის ნებისმიერ ობიექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით. 

დეტალურად 

სოციალური ბარათი და ონლაინ გადახდები


სოციალური ბარათით ონლაინ ანგარიშსწორება არ ხდება
სოციალური ბარათით ონლაინ გადახდა შესაძლებელია ვებ გვერდზე: pay.ge, სადაც უფასოდ შეძლებთ კომუნალური გადასახადების გადახდას

რატომ იზღუდება ონლაინ გადარიცხვები? მომხმარებლის უსაფრთხოების მიზნით. თუმცა შესაძლებელია შემდეგი სერვისებით სარგებლობა:


სოციალური ანგარიშიდან ინტერნეტ/მობაილ ბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერთი ბანკში საკუთარ ანგარიშებს შორის.

სოციალური ანგარიშით ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშე, ასევე სხვა და სხვა მომსახურების მიღება, გარდა აზარტული თამაშების ბალანსის შევსებისა.

ინტერნეტ/ მობაილ ბანკით შესაძლებელია გზავნილის განაღდება სოციალურ ანგარიშზე, ხოლო გაგზავნა შეზღუდულია

სოციალური ბარათით გადახდა და 50 ლარამდე თანხის განაღდება


პირველად საქართველოში, ლიბერთის პარტნიორ წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, პსპ და ფარმადეპო, სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში, მინიმუმ 5 ლარის პროდუქციის ყიდვასთან ერთად შესაძლებელია ნაღდი ფულის გატანა, პროდუქციის შეძენისას  შესაძლებელია ბარათიდან გაანაღდოთ 50 ლარი: პროდუქციის ღირებულებას, სურვილისამებრ ამატებთ სასურველ თანხას, რომელიც ბარათიდან ჩამოგეჭრებათ. ლიბერთის გადახდის ტერმინალი კი მოგემსახურებათ როგორც "ბანკომატი". ამ სერვისის მიასღებად, თქვენს საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საკმარისი თანხა. 

50 ლარამდე განაღდება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც ასაკობრივი პენსია უკვე ჩაერიცხა, მაგრამ www.myliberty.ge -ს გრაფიკის მიხედვით ჯერ არ უწევს სერვისცენტრიდან ან ბანკომატიდან განაღდება 

3 თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე

ვისზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?


საშეღავათო პერიოდი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით.

იურიდიულმა პირებმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ მომსახურე საკრედიტო ექსპერტს/კორპორატიულ ბანკირს.

რა ტიპის სესხებს ეხება საშეღავათო პერიოდი?

 
  • სამომხმარებლო სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • ოვერდრაფტი
  • საკრედიტო ბარათები
  • განვადება
  • სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)
  • ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები
  • ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი
  • ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

რა ტიპის სესხებზე არ ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?


საშეღავათო პერიოდი არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროექტებზე - „შეღავათიანი აგრო კრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“

როგორ შევძლებ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?


ფიზიკური პირები:
 
ყველა ფიზიკურ პირს ავტომატურად გაუაქტიურდა საშეღავათო პერიოდი. თუ არ გსურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, მოგვმართეთ ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით, ან დაგვიკავშირდით 25 მარტამდე.
 
საშეღავათო პერიოდზე უარის დაფიქსირება შეგიძლიათ შემდეგი არხებით:
 
  • დისტანციური მომსახურების ცენტრი ( 032 2 55 55 00) (16 მარტიდან)
  • ინტერნეტ ბანკი http://my.libertybank.ge/ (17 მარტიდან)
  • ბანკომატები (17 მარტიდან)
იურიდიული პირები:
 
იურიდიულ პირებს საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ მომსახურე საკრედიტო ექსპერტს/კორპორატიულ ბანკირს. იურიდიული პირების საშეღავათო პერიოდის ყველა პირობა ინდივიდუალურად განიხილება და შეთანხმდება.

ხომ არ იმოქმედებს გადავადება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად?


საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ნეგატიურად არ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.

ერიცხება, თუ არა სესხს პროცენტი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში?


სესხის პროცენტის დარიცხვა გრძელდება მხოლოდ ძირითად თანხაზე, თუმცა ამ თანხას გადაიხდით პროლონგირებული გრაფიკის მიხედვით და ყოველთვიურად გადასახდელი თანხა არ გაიზრდება.

საშეღავათო პერიოდის შემდეგ, იზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?


არა, საშეღავათო პერიოდში დასარიცხი პროცენტი ისე გადანაწილდება სესხის პროლონგირებულ გრაფიკზე, რომ არ გაიზარდოს ყოველთვიური შესატანი თანხა.

როგორ ვისარგებლებ საშეღავათო პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ უკვე მაქვს გადახდის არასტანდარტული, შეღავათიანი გრაფიკი?


არასტანდარტული გრაფიკით სარგებლობის შემთხვევაში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მაინც გაგიაქტიურდებათ. ხოლო, 30 ივნისის შემდეგ, თქვენი გრაფიკის მიხედვით გააგრძელებთ გადახდას ისე, რომ ყოველთვიური შესატანი თანხის მოცულობა არ გაიზრდება.

თუ სესხზე მიფიქსირდება ვადაგადაცილება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის გააქტიურებამდე, დამერიცხება, თუ არა ჯარიმა?


არა, 13 მარტის შემდეგ დარიცხულ ჯარიმას ლიბერთი ბანკი პატიობს მომხმარებელს.

თუ ვსარგებლობ რამდენიმე სესხით ერთდროულად, ყველა მათგანს ეხება საშეღავათო პერიოდი?


დიახ, საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ერთდროულად ყველა სესხზე (თუ საშეღავათო  პერიოდზე უარს დააფიქსირებთ, უარი ანალოგიური პრინციპით გავრცელდება თქვენს ყველა სესხზე).

რა პრინციპით მოქმედებს საშეღავათო პერიოდი ოვერდრაფტზე?


ოვერდრაფტებზე 13 მარტამდე დარიცხული პროცენტის გადახდის ვადა ავტომატურად გადაიწევს 5 ივნისამდე. 13 მარტის შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი 9 ივნისის თარიღით დაანგარიშდება. ამ თარიღიდან 27 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია ოვერდრაფტის პირობებით გათვალისწინებული მინიმალური შენატანი გადაიხადოს.

რა პრინციპით მოქმედებს საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათებზე?


საკრედიტო ბარათებზე ვწყვეტთ ჯარიმის დარიცხვას, ხოლო მინიმალური შენატანის და უპროცენტოდ სარგებლობის პირობა რჩება უცვლელი. გადახდის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ლიმიტის ათვისების შესაძლებლობა მომხმარებელს არ შეუწყდება.

ხომ არ გაიზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში, ან მის შემდეგ?


არა, საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება.

დამერიცხება წინსწრების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ საშეღავათო პერიოდში გადავიხდი სესხის ძირს?


მომხმარებელს უფლება აქვს შეამციროს სესხის ძირი თვეში ერთხელ, არაუმეტეს სესხზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობისა. ამ შემთხვევაში მას არ დაერიცხება წინსწრების საკომისიო.

გადავადებულ პერიოდში დარიცხულ პროცენტს ერიცხება პროცენტი?


არა, პროცენტზე პროცენტი არ დაგერიცხებათ.

თუ ვისარგებლე საშეღავათო პერიოდით და მოგვიანებით გადავიფიქრე, შესაძლებელია, თუ არა საშეღავათო პერიოდის ვადაზე ადრე შეწყვეტა?


ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მოგვმართოს 032 255 55 00, რომ მის სესხზე შედგეს გადახდის ახალი გრაფიკი.

დისტანციური სერვისები

ინტერნეტ/მობაილ ბანკი


ინტერნეტ/მობაილ ბანკში რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია ფლობდეთ ლიბერთის ნებისმიერ აქტიურ ანგარიშს და ტელეფონის ნომერს, რომელიც მითითებული გაქვთ ბანკის მონაცემთა ბაზაში.
ინეტრნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა სოციალური ბარათების მფლობელებისთვის უფასოა

ინტერნეტ და მობაილ ბანკში რეგისტრაცია


ინტერნეტ/მობაილ ბანკში რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3e47cXd 
ან გადმოწერეთ მობაილ ბანკის აპლიკაცია: 
  1. App Store: https://apps.apple.com/us/app/liberty-mobile/id1455225055
  2. Google Play: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.lb.mobilebank 
 
აირჩიეთ “რეგისტრაცია“, მიუთითეთ პირადობის 11 ნიშნა ნომერი, ტელეფონის ნომერი და მიჰყევით ინსტრუქციას 
 
  • ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია სოციალურ/საპენსიო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა თუ იცით ანგარიშის ნომერი IBAN ფორმატში (22 სიმბოლო)

დისტანციური მომსახურების ცენტრი


დისტანციური მომსახურების ცენტრის საკონტაქტო ნომერია: 2555500
დისტანციური მომსახურების ცენტრში დაკავშირებისა და იდენტიფიკაციის  გავლის შემდეგ, შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია ბანკის მომსახურებასა და პროდუქტებზე, ანგარიშზე არსებული ნაშთისა და შესრულებული ტრანზაქციის შესახებ და ა.შ.
დარეკეთ ლიბერთის დისტანციური მომსახურების ცენტრში 032 2 55 55 00, აკრიფეთ ღილაკი  „1“ და მოითხოვეთ სასურველ ინფორმაციაზე პასუხი მომენტალურად, 𝗦𝗠𝗦-ით.


𝗦𝗠𝗦 შეტყობინებით გაიგებთ: 

  1. თქვენს ანგარიშზე ხელმისაწვდომ თანხას
  2.  საბანკო რეკვიზიტების დეტალებს
  3. ინფორმაციას თქვენი სესხების შესახებ

Pay.ge


სოციალური ბარათით ვებ გვერდზე pay.ge შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ

სწრაფი გადახდის ტერმინალები


სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან შესაძლებელია სოციალურ ბარათზე თანხის შეტანა პირადობის 11 ნიშნა ნომრის საფუძველზე

ბანკომატები


ლიბერთის ბანკომატების ერთერთი ყველაზე დიდი ქსელი აქვს და წარმოდგენილია 570-ზე მეტი ბანკომატით მთელ საქართველოში.  ბანკომატების მისამართების სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3a5oVtX 
სერვისი „პენსია ჩარიცხვამდე“ უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში

Cash-In | Cash-Out ბანკომატები


Cash-In | Cash-Out ბანკომატები გაძლევთ საშუალებას თანხა არა მხოლოდ გამოიტანოთ ბანკომატიდან, არამედ შეიტანოთ სასურველ ანგარიშზეც და გააკეთოთ სავალუტე ოპერაციები. მაგალითად დააკონვერტიროთ ლარი/უცხოური ვალუტა თქვენივე ანგარიშზე 
  • ​Cash-In | Cash-Out ბანკომატების მისამართები: https://bit.ly/3a5oVtX

ბანკში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა


ონლაინ დაჯავშნეთ ბანკში ვიზიტის სასურველი დრო და მიიღეთ საბანკო მომსახურება რიგის გარეშე: https://libertybank.ge/ka/booking

ქეშბექი

როგორ მივიღო ქეშბექი


ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA/MASTERCARD ტიპის, მათ შორის სოციალური ტიპის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას 600-მდე მეგობარ ობიექტში შესაძლებელია ისარგებლოთ ყველაზე მაღალი ქეშბექით (ქეშბექი არის ფულადი სარგებელი, რომელიც გიბრუნდებათ ანგარიშზე მყისიერად, ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინაზე გადახდისას პარტნიორ კომპანიებში. ქეშბექის % განისაზღვრება პარტნიორი კომპანიების მიერ)

როგორ დავრეგისტრირდე


ქეშბექის მისაღებად გადადით ბმულზე: https://my.libertybank.ge/, გაიარეთ რეგისტრაცია ინტერნეტ, ან მობაილ ბანკში. 

ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის მონაცემებით (სახელი და პაროლი) ავტომატურად შეძლებთ ავტორიზაციას ვებ გვერდზე cashback.ge და ქეშბექის მობილურ აპლიკაციაში 

ქეშბექის მისაღებად:

  1. შეარჩიეთ შეთავაზება
  2. დააჭირეთ “აქტივაციას”
  3. კომპანიის პროდუქციის, ან მომსახურების ყიდვისას გადაიხადეთ ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე. 

ვისარგებლებ თუ არა ქეშბექით სოციალური ბარათით გადახდისას


დიახ, სოციალური ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას სარგებლობას 600-მდე მეგობარ ობიექტში შეძლებთ, გარდა ნიკორას სუპერმარკეტების ქსელისა, რადგან ნიკორაში სოციალური ბარათით უნაღდო ანგარიშსწორებისას ავტომატურად სარგებლობთ 40%-მდე ფასდაკლებით 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. 

ბანკში დაფიქსირებული მონაცემების ცვლილება

  • ლიბერთი ბანკში დაფიქსირებული პირადი მონაცემების: ტელეფონის ნომერი, მისამართი და სხვა, ცვლილება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.