ENG

ადამიანური კაპიტალის განვითარება – უმცროსი სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 ივნისი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის განვითარების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი,  ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი.

🚀 ჩვენს გუნდში გაწევრიანებით, მიიღებ შესაძლებლობას, იმუშაო სტრატეგიულად მნიშვნელოვან HR პროცესებზე და განავითარო როგორც შენი პიროვნული, ისე პროფესიული უნარები.

რა იქნება შენი ძირითადი გამოწვევა?​

  •  პერფორმანს მენეჯმენტი: შეფასების პროცესების მხარდაჭერა, სისტემის განვითარება და პროცესის კომუნიკაცია თანამშრომლებთან;
  • ტალანტების მართვა: განვითარების გეგმების ადმინისტრირება, პროგრესის მონიტორინგი;
  • ონბორდინგი: ახალი თანამშრომლების ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მათთან მუშაობა ადაპტაციის პერიოდში;
  • ორგანიზაციული კვლევების ჩატარება და ანალიზი;
  • ტრენინგების დაგეგმარება და კოორდინაცია: საჭიროებების ანალიზი და ტრენინგების ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
  • 360 შეფასება: პროცესის დაგეგმვა, მონაწილეებთან კომუნიკაცია და მონაცემების მართვა;
  • სხვა HR ინიციატივებში ჩართულობა: კულტურის განვითარება, თანამშრომელთა გამოცდილება, ცვლილებების მართვა და სხვა.

რას ველით შენგან? 

  •  მოტივაციას, გაიზარდო და განვითარდე ადამიანური რესურსების სფეროში;
  • ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • ინტერესს მონაცემებისა და ციფრებთან მუშაობის მიმართ;
  • ინიციატივიან და პროაქტიულ მიდგომას საქმისადმი;
  • ყურადღებას დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის გრძნობას.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.