ENG
CashBack

მიიღე ყველაზე მაღალი CashBack.
თუ გინდა რომ თითოეული გადახდის შემდეგ თანხის ნაწილი მომენტალურად უკან გიბრუნდებოდეს, მაშინ ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack შენთვის შეიქმნა.

 

რაც უფრო ხშირად გამოიყენებ ლიბერთის ბარათს, მით მეტი თანხა დაგიბრუნდება!

CashBack ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტია ჩართული.

ჩვენი ბარათით, ჩვენს ტერმინალზე გადახდისას გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად უკან გიბრუნდება ანგარიშზე.

დაბრუნებული თანხის გამოყენება მაშინვე არის შესაძლებელი: გადახდის, განაღდების, გადარიცხვის ან სხვა ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციის შესასრულებლად.

CashBack-ის მიღება ლიბერთის ყველა ტიპის ბარათით არის შესაძლებელი, შესაბამისად, ლიბერთის ბარათი თითქმის ყველა ოჯახშია.

 

რა უპირატესობები აქვს CashBack-ს?

  • მომენტალურად იბრუნებ თანხას და არა ქულებს
  • ყოველი გადახდის შემდეგ SMS-ით იგებ, რა თანხა დაგიბრუნდა
  • ჯამურად CashBack-თან ერთად დაზოგილ თანხას ხედავ, როგორც CashBack-ის ვებგვერდზე და აპლიკაციაში, ასევე ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკში
  • დაბრუნებული თანხის ნაწილი ან მთლიანი CashBack-ი შეგიძლია, გადარიცხო ყულაბაში.
  • სასურველ მეგობარ ობიექტს ან პროდუქტს/სერვისს მარტივად პოულობ კატეგორიის, ფილტრის ან ძიების გამოყენებით
  • თანხას იბრუნებ 24/7-ზე
  • პერიოდულად სარგებლობ აქციებით და კიდევ უფრო მეტ თანხას იბრუნებ
  • არჩევ 10 მეგობარ ობიექტებს, ამატებ რჩეულებში და ათივე შეთავაზება მუდმივად გააქტიურებული გაქვს


როგორ მიიღო ყველაზე მაღალი CashBack?

  1. გადმოიწერე აპლიკაცია ან შედი ვებგევრდზე: www.cashback.ge
  2. გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის ინტერნეტ ან მობაილ ბანკის მონაცემებით
  3. გაიაქტიურე სასურველი მეგობარი ობიექტის შეთავაზება
  4. გადაიხადე ლიბერთის ბარათით
  5. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი