ENG

Google Pay საქართველოშია

გადაიხადე ყველაზე მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ

დაამატე ლიბერთის ბარათი Google Wallet-ში და გადაიხადე მარტივად Google Pay-ით

Google Pay™ და Google Wallet™ არის Google LLC სავაჭრო ნიშნები

noname
Pay

როგორ გადავიხადო?

Google Pay-ით შეგიძლია გადაიხადო ყველგან, სადაც უკონტაქტო ან Google Pay-ის სიმბოლოს ნახავ.

• გახსენი Google Wallet აპლიკაცია

• არჩიე სასურველი ბარათი, რომლითაც გსურს გადახდა

• მოათავსე ტელეფონი ბარათის ტერმინალთან და გადახდა დასრულებულია

Google Pay-ით ასევე შესაძლებელია გადახდა როგორც აპლიკაციებში, ისე ვებსაიტებზე.

შენიშვნა

Google Pay-ის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ანდროიდ მოწყობილობებზე, რომლებსაც აქვთ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია და იყენებენ NFC მხარდაჭერას. დეტალები იხილეთ ბმულზე.

Pay

სანდო და უსაფრთხო გადახდის მეთოდი

Google Pay გადახდის უსაფრთხო მეთოდია. Google Pay-ს საშუალებით გადახდისას ბარათის ნომრის ნაცვლად გამოიყენება უნიკალური ციფრული ბარათის ნომერი, რომელიც იქმნება, იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება მოწყობილობის Secure Element-ში ბარათის დამატებისას.

გადახდისას გამოიყენება ციფრული ბარათის ნომერი და ტრანზაქციის შესაბამისად დაგენერირებული დინამიური უსაფრთხოების კოდი, შესაბამისად შენი ბარათის ნომერი არ გადაეცემა მომსახურე ობიექტს ან საგადახდო სისტემას.

იმისათვის რომ დაიცვა შენი ბარათის უსაფრთხოება:

• არ დააყენო Passcode, რომელიც შეიძლება ადვილად გამოიცნოს ვინმემ, ასევე არ გაანდო ის სხვას

• დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობაზე არ ინახება სხვა პირის თითის ანაბეჭდი ან Face ID