ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
16 ივნისი, 2025
აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ფინანსური ანალიზის ჯგუფი - ფინანსური ანალიტიკის მაკროეკონომიკისა და კვლევების განყოფილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ფინანსური შედეგების წარდგენა მენეჯმენტთან და CFO-სთან;
- ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და ძირითადი ტენდენციების შეფასება;
- საბანკო პროდუქტების მომგებიანობის გამოთვლა და ანალიზი;
- მენეჯმენტისა და CFO-სთვის ფინანსური რეკომენდაციების და ხედვების გაზიარება, საფუძვლიან ანალიზზე დაყრდნობით;
- ბანკის მომგებიანობაზე ზეგავლენის მქონე პროცესებისა და ძირეული ფაქტორების (დრაივერების) იდენტიფიკაცია და ანალიზი;
- არსებული პროცესების ოპტიმიზაცია ფინანსური ანალიზის სიზუსტისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
- ბანკის ფინანსური მეთოდოლოგიების განვითარება, ხელმძღვანელობა და მართვა;
- მენტორობის გაწევა სტაჟიორებისა და უმცროსი ანალიტიკოსებისთვის პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად.
რას ველით შენგან?
- სამუშაო გამოცდილებას ფინანსების მიმართულებით (მინიმუმ 3 წელი);
- საბანკო ინდუსტრიის და მისი ფინანსების ცოდნას;
- სიღრმისეულ ცდონას და გამოცდილებას ფინანსური მოდელინგის და ანალიტიკის მიმართულებით;
- ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, საოფისე პროგრამების ცოდნას;
- CFA სერტიფიკატის (ან CFA კანდიდატურის) ქონა განიხილება უპირატესობად;
- Power BI და SQL გამოცდილება განიხილება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინიციატორი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.