ENG

ბიზნეს პროცესების რისკ მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

27 მაისი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში

შემოუერთდი ჩვენს გუნდს ბიზნეს პროცესების რისკ მენეჯერის პოზიციაზე და გახდი #ჩვენიანი

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, კონტროლის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის წინა ხაზის საცალო საოპერაციო-საკრედიტო ბიზნეს პროცესების დეტალური შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • შემოწმების შედეგად დაფიქსირებული სისტემური მოთხოვნების/რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • ბანკის შიდა  პროცედურების და ნორმატიული აქტების განახლებისა და გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
  • კონკრეტულ დარღვევებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • ბანკის მმართველობითი რგოლის მიერ დამტკიცებული ანგარიშგებების/ შეფასების დასკვნების სრულყოფილი მართვა და ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელ პირებთან;
  •  თანამონაწილეობა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაში;
  • შემოწმების პროცეში დაფიქსირებული  გადაცდომების ასახვა შესაბამის დასკვნაში;
  •  წინა ხაზის თანამშრომლის საქმიანობის პროცედურებთან/პროცესებთან მიმართებაში შესაბამისობის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/აუდიტის/ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • 3 წლიანი გამოცდილება ბანკის საცალო -საკრედიტო ბზინეს პროცესების შემოწმების მიმართულებით;
  • საბანკო პროცესების ცოდნა;
  • საოპერაციო რისკების ანალიზი და შეფასება;
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint)  ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა;
  • ორგანიზებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024  წლის 27 მაისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.