ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
17 სექტემბერი, 2025
აღწერა
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!
იურიდიული დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, მონაცემთა დაცვის განყოფილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე სამართლებრივ და მარეგულირებელ რეფორმებზე მონიტორინგი;
- ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
- მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაის მონიტორინგი;
- მონაცემთა დამუშავების რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
- მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებაში (DPIA) მონაწილეობა;
- პერსონალურ მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავების ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება;
- ბანკის წარმომადგენლობა შესაბამისი სახელმწიფო/მარეგულირებელ ორგანოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან;
- ბანკის შესაბამისი შიდა ნორმატიული დოკუმენტების ან/და ამ დოკუმენტებში ცვლილებების სისტემატური თვალყურის დევნა და დეტალურად გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, ვისაც აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის (მათ შორის GDPR) სიღრმისეული ცოდნა)
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო და წერა).
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება:ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.