ENG

ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

19 აგვისტო, 2025

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტში  ვეძებთ გუნდის ახალ წევრ  ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ადამიანური კაპიტალის განვითარების განყოფილება.

ეს ვაკანსია შენთვის არის თუ:

  • მოგწონს ინოვაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო;
  • ხარ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • ხარ სისტემური მოაზროვნე, გიყვარს კრიტიკული კითხვების დასმა და ნებისმიერი სიტუაციის დიდ სურათში დანახვა;
  • შეგიძლია მონაცემებზე და უკუკავშირებზე დაყრდნობით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა/გადაწყვეტილების მიღება;
  • ხარ კომუნიკაბელური, შეგიძლია ცვლილებებთან ადაპტაცია;
  • გაინტერესებს HR_ის სფერო, კითხულობ სტატიებს;
  • გაინტერესებს People Analytics & HR Data, და იმის აღმოჩენა, რას მალავს ან გვეუბნება სტატისტიკა რეალურად;
  • გიყვარს ციფრებთან მუშაობა, ტრენდების დაჭერა და იმ კითხვაზე პასუხის ძიება – „როგორ ან რა გავაუმჯობესოთ?!"

ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოწვევებით სავსე როლს სტრატეგიულ HR გუნდში;
  • ლიდერების გვერდით მუშაობის შესაძლებლობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ კულტურას და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას;
  • ღია, ენერგიულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოს.

რა იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების სპეციალისტის გამოწვევა?

  • პერფორმანს მენეჯმენტის სრული ციკლის მართვა – სტრუქტურირებული და თანამედროვე მიდგომებით;
  • ტალანტების იდენტიფიკაცია, განვითარება და შენარჩუნება კომპეტენციებზე დაფუძნებული მიდგომებით;
  • სტრატეგიული სწავლებისა და განვითარების პროგრამების მენეჯმენტი;
  • L&D ინიციატივების ბანკის ბიზნეს სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა,  რათა თითოეული პროგრამა რეალურ ღირებულებას ქმნიდეს;
  • ორგანიზაციული კვლევები :  დაგეგმვა, განხორციელება ,შედეგების ანალიზი და შიდა ჩართულობის სტრატეგიების ფორმირება;
  • 360 გრადუსიანი შეფასების სისტემის ადმინისტრირება;
  • სტაჟირების პროგრამების დიზაინი და კოორდინაცია, ახალი თაობის სპეციალისტების მოსაზიდად და განვითარებისთვის;
  • სიახლეების დანერგვა და არსებული პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@lb.ge    2025 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით.  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამინებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთადაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი