ENG

Studio Liberty_ის ბრენდ მენეჯერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

02 სექტემბერი, 2025

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Studio Liberty_ის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  •  თუ გაქვს სამუშაო მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინანსურ სექტორში) განსაკუთრებით პრემიუმ/მაღალშემოსავლიან სეგმენტზე მუშაობის გამოცდილება;
  • იცნობ მომხმარებლის ქცევას და პრემიუმ მომსახურებას, ფინანსურ პროდუქტებს;
  •  გაქვს სტრატეგიული და პრაქტიკული უნარები მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად;
  •  გაქვს კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები შენი ძლიერი მხარეა;
  • გაქვს პროექტების მართვისა და დროულად დასრულების გამოცდილება;
  • ხარ ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • ფლობ ინგლისურ ენას.

რისი შესრულება იქნება შენი გამოწვევა?

  • სეგმენტზე მორგებული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
  • თანმიმდევრული და გამორჩეული ბრენდის კომუნიკაციის უზრუნველყოფა ყველა არხში;
  • ახალი შეთავაზებების, პროდუქტებისა და სერვისების იდენტიფიცირება და განვითარება მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • თანამშრომლობა პროდუქტის განვითარებისა და ციფრულ გუნდებთან ინოვაციური შეთავაზებების შესაქმნელად;
  • მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების სეგმენტისთვის ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულება;
  • ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა და ბრენდის შესაბამისი კომუნიკაციის დაგეგმვა და აღსრულება;
  • გაყიდვებთან, ოპერაციებთან და სხვა გუნდებთან აქტიური მუშაობა;
  • მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლის ინტერესების მუდმივი წარმოჩენა;
  • მონაცემებზე დაყრდნობით კამპანიების შედეგების შეფასება და გაუმჯობესების გზების პოვნა;
  • მარკეტინგული აქტივობების კანონებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 3 სექტემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.