ENG

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

07 ნოემბერი, 2024

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფის (ზოგადი მიმართულება) სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საოპერაციო დეპარტამენტი, ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება

სამუშაო სპეციფიკა: დასაქმებულის ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საქმიანობის შესრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისგან ბანკში დაფიქსირებული პრეტენზიების განაცხადის განხილვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შინაარსიდან გამომდინარე პრეტენზიის მოგვარებისთვის საჭირო რეკომენდაციის გაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში საკითხის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება;
  • პრეტენზიის მოგვარებისთვის წინასწარ დადგენილი ვადების კონტროლი/მონიტორიბგი;
  • წინა ხაზის თანამშრომლებისგან სატელეფონო ზარით მიღებულ კითხვებზე უკუკავშირის დაბრუნება;
  • პრობლემის გადაჭრისთვის ბანკის სხვადასხვა სტურუქტურული ერთეულებისაგან საჭირო მხარდაჭერის მოთხოვნა;
  • წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მოუგვარებელი პრეტენზიების აღრიცხვა/მონიტორინგი და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა;
  • საბანკო სექტორში მუშაობის მინ.2  წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • ლიბერთი ბანკში მუშაობის მინ. 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას;
  • ორგანიზებულობას;
  • გუნდურობას.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2024  წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.