ENG

პირადი ბანკირი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

13 ოქტომბერი, 2025

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტში პირადი ბანკირის პოზიციაზე 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

ადგილმდებარეობათბილისი, სათაო ოფისი, დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების სეგმენტის იდენტიფიცირება და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • საკუთარი კლიენტების პორტფელის განვითარება და მართვა დასახული ამოცანების შესაბამისად;
  • არსებული კლიენტების მომსახურებისა და კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • პორტფელში არსებული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათთვის შესაბამისი საბანკო და  ბანკის შვილობილი კომპანიების მიერ შემუშავებული პროდუქტების/ მომსახურებების შეთავაზება;
  • საკუთარი სადეპოზიტო და სასესხო პორტფელის ხარისხის მართვა და შენარჩუნება;
  • პორტფელის სისტემატიური მონიტორინგი ბანკის შიდა წესების და პროცედურების შესაბამისად;
  • პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    

  • უმაღლესი განათლება  (სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა ან ბიზნეს ადმინისტრირება);
  • სავალდებულოა კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო ან საკრედიტო (საცალო ან ბიზნეს) მიმართულებით;  
  • ინგლისური და რუსული ენის კარგად ფლობა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები). პრიორიტეტულია ინგლისური ენა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel);
  • საბანკო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:                                 

  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გაყიდვების და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 13 ოქტომბრის  ჩათვლით.

 მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.