ENG

რეპორტინგის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

06 მაისი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი.

 

 

ბიზნეს ამოცანა:

 

  • უზრუნველყოს ბანკის შიდა მომხმარებლები დროული და ზუსტი ფინანსური და საოპერაციო ინფორმაციით;
  • რეპორტინგის ოპტიმალური სისტემის შექმნა და განვითარება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • IT რეპორტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ბიზნეს ამოცანის გადაცემა და შედეგების ტესტირება;
  • აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა პრობლემების გადასაჭრელად;
  • რეპორტინგის სისწორის, აღიარებული და შიდა საბანკო პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა მონაცემების ანალიზი ფინანსური და საოპერაციო კუთხით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
  • საბანკო პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა:
  • სასურველია საბანკო სფეროში რეპორტინგის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

 

უნარები:

 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში, deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივირებული.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 6 მაისის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას  "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.