ENG

დისტანციური მომსახურების ცენტრის გუნდის ლიდერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

06 ნოემბერი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების ცენტრის გუნდის ლიდერის  პოზიციაზე.

 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ.N14, ლიბერთი ბანკის დისტანციური მომსახურების დეპარტამენტი.

 

ფუნციები:

 

  • გუნდის საქმიანობის მართვა;
  • ტრენინგების დაგეგმვა;
  • ანგარიშების მომზადება;
  • გუნდის საინფორმაციო ბაზებით უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში ზარების მიღება;
  • გუნდის მიზნების შესრულების პროცესის უზრუნველყოფა;
  • გუნდის სამუშაო  განრიგების შედგენა;
  • გუნდის დისციპლინის კონტროლი;
  • გუნდში  პოზიტიური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს უზრუნველყოფა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართულად მეტყველების და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების  ცონდა (ვერბალური და წერილობითი);
  • საბანკო სექტორში  მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარები:

 

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად საუბრის და  წერის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის  უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.