ENG

Oracle-ის უმცროსი ადმინისტრატორი/პაჩერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

04 დეკემბერი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას Oracle-ის უმცროსი ადმინისტრატორის/პაჩერის  

 

პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა-თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი მოვალეობები:
 

  • Oracle მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, Unix და Windows პლატფორმებზე;
  • MS SQL Server ადმინისტრირება და პაჩინგი;
  • ბაზის და პროგრამული (SQL, PL/SQL, T-SQL) პაჩების ინსტალაცია, ადმინისტრირება;
  • ბაზების ბექაპირება და აღდგენა. რეზერვების ტესტირება  და მონიტორინგი;
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებლების ადმინისტრირება;
  • დეველოპერებთან და რეპორტინგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

 

 მოთხოვნები და უნარები:

 

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან კომპიუტერულ მეცნიერებებში;
  • Oracle-თან  მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (Administration, sql, pl/sql);
  • MS SQL Server მუშაობის გამოცდილება;
  • რელაციური მონაცემთა ბაზების არქიტექტურის კარგად ცოდნა;
  • SQL and PL/SQL-ის  კარგ დონეზე ფლობა;
  • Shell სკრიპტინგი და linux-თან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზების (RDBMS/NOSQL) ადმინისტრირების/არქიტექტურის მიმართულებით განითარების გამოკვეთილი სურვილი.

 

უნარები:
 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2019 წლის  4 დეკემბრის ჩათვლით.

 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.