ENG

ბიზნეს ანალიტიკოსი - თბილისი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

14 მარტი, 2020

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

  ადგილმდებარეობა- თბილისი, სათავო ოფისი,  ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

** ბიზნეს ერთეულებიდან  შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის  მოთხოვნის ანალიზი;

**მოთხოვნის დეტალების დაზუსტება ბიზნესთან, საჭირო რესურსის განსაზღვრა

და დავალების  დელეგირება დეველოპერთან;

**დეველოპერსა და მოთხოვნის გამომგზავნ ბიზნეს სტრუქტურას შორის კოორდინაცია,

  საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ინიცირება;

**მიღებული ბიზნეს  მოთხოვნის დადოკუმენტირება;

** ბიზნეს ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;

** გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხვონები:

 

** უმაღლესი განათლება, სასურველია IT ტექნოლოგიების სფეროში;

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში (ფინანსურ განყოფილებაში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად);

** MS SQL / PL SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

ჩვენ ვთავაზობთ:

 

** საინტერესო და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** განვითარების შესაძლებლობას.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის  14 მარტის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.