ENG

დეველოპერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 სექტემბერი, 2020

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

 

თუ გიყვარს შენი საქმე და ის შენთვის იმაზე მეტია ვიდრე შემოსავლის წყარო, 

თუ გსურს იმუშაო დიდ და საინტერესო პროფესიონალებით დაკომპლექებულ გუნდში,

სადაც უამრავი გამოწვევა, პროექტების განხორციელების, მეგობრების შეძენის და განვითარების

რეალური შესაძლებლობაა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!

ვეძებთ უმცროს დეველოპერს, დეველოპერს და უფროს დეველოპერს.

 

ჩვენ არ ვითხოვთ სუპერგმირობას, სამუშაოს შესასრულებლად დაგჭირდება მხოლოდ:

  • მონაცემთა სტრუქტურების ცდონა;
  • ობიეტქტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft .Net ის ცოდნა ან სწავლის სურვილი;
  • T-SQL/PL-SQL-ის ცოდნა ან სწავლის სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობის მიიღება ახალი მოდულების შექმნაში, ცვლილებების შეტანა არსებულ მოდულებში;
  • პროგრამირებაში ახალი მიდგომების მოძიება და არსებულ სისტემებში დანერგვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თავისუფალ და მეგობრულ გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • განვითარების შესაძლებლობას.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.