ENG

საოპერაციო მენეჯერი- ქუთაისი, ზესტაფონი

ადგილმდებარეობა

იმერეთი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 სექტემბერი, 2021

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

  

  ადგილმდებარეობა- ქუთაისი, ზესტაფონი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების მომსახურება და მის ფუნქციაში შემავალი საბანკო ოპერაციების განხორციელება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების პროგრამული დადასტურება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • საინკასაციო ჯგუფისგან სამუშაოს დაწყებისას თანხის მიღება  და სალაროს ნაშთის დაბრუნება;
  • საჭიროების შემთხვევაში უფროსი მოლარისგან/სალაროს უფროსისგან საავანსო თანხის მიღება/დაბრუნება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ანგარიშზე ეროვნული და უცხოური ვალუტის მიღება/გაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ანგარიშიდან საგადახდო ოპერაციის შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს ფულად გზავნილებზე მიღება-გაცემის ოპერაციები;
  • შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები;
  • დღის ბოლოს სალაროს ნაშთის გამოყვანა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება, სასურველია საბანკო საქმის და ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშოა გამოცდილება. აქედან მინიმუმ 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თვისუფლად კომუნიკაცია, წერა).

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატორობა;
  • ენერგიულობა;
  • თავაზიანობა;
  • სამართლიანობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისათვის;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • ანალიზის უნარი.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021  წლის  15 სექტემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.