ENG

იურისტ-ადმინისტრატორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

01 ივნისი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საკრედიტო ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება წესების სრული დაცვით;
  • საკრედიტო საქმეში არსებული დოკუმენტაციის (საკრედიტო, გენერალური, უზრუნველყოფის და სხვა ხელშეკრულებების) შემოწმება და შესაბამისობაში მოყვანა;
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამაში სწორად რეგისტრაციისა და ხელშეკრულებების სისწორის შემოწმება;
  • კლიენტისგან საჭირო დამატებითი დოკუმენტების განსაზღვრა და საკრედიტო ექსპერტის/კორპორატიული ბანკირის ინფორმირება;
  • სესხის გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა და ანგარიშზე თანხის ასახვის მონიტორინგი;
  • რესტრუქტურიზებული სესხების რეგისტრაცია, გაცემა, ძველი ხელშეკრულებების დახურვა და ჯარიმების დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების განხორციელება;
  • იპოთეკისა და გირავნობის მოხსნის წერილებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
  • ბანკის თანამშრომლებისთვის პროგრამულ და დოკუმენტურ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ან საკრედიტო ადმინისტრირების მიმართულებით;
  • Microsoft საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.

უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ოგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 1 ივნისის ჩათვლით. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.