ENG

ოქროს საცავის უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

20 სექტემბერი, 2021

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  აცხადებს ვაკანსიას ოქროს საცავის უფროსის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა- სათაო ოფისი, ნაღდი ფულისა და ფასეულობების მართვის დეპარტამენტი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • განახორციელოს საცალო და სალომბარდე ოქროს ქისებთან დაკავშირებულ ოპერაციები  ქისების მიღება-გაცემით და საბანკო პროგრამაში  შესაბამისი პროგრამული რეგისტრაციით.ასევე ფასეულობის/ოქროს ქისების აღრიცხვა-შენახვის ოპერაციები.  
  • უზრუნველყოს ქისების მიღება-გადაცემა, ოქროს საცავის გახსნა-დახურვა, მასში ოქროს ქისების/ფასეულობის შეტანა-გამოტანა და შენახვა;
  • სამუშაო პროცესების შეუფერხებლად წარმართვისათვის  საოპერაციო დღის დასაწყისში  და საჭიროების მიხედვით დღის განმავლობაში საცავიდან გამოსატანი/საცავში შესატანი ოქროს ქისების განსაზღვრა და გამოტანა-შეტანა
  •  უზრუნველყოფს საბანკო პროგრამაში შესაბამისი პროგრამული გატარებების დარეგისტრირება და სათანადო საბუთების წარმოება;
  • აკონტროლოს ოქროს საცავის თანამშრომლებზე/სპეციალიტებზე შესაბამისი ქისების გადაცემა   და სათანადო საბუთების წარმოება;
  • აკონტროლოს  სათაოს ოქროს  საცავიდან/საცავში სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების მიხედვით მისაღებ-გასაგზავნი ოქროს  ქისების რაოდენობა და სათანადო ნუსხების წარმოება;
  • უზრუნველყოს ბანკის სტრუქტურული ერთეულებისათვის და ბანკის კლიენტებისათვის  მოთხოვნების შესაბამისი ოქროს ქისების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში საბანკო პროგრამაში შესაბამისი პროგრამული გატარების დარეგისტრირება; მიღება-გაცემისას  პროგრამაში დარეგისტრირებული შესაბამისი ოპერაციების დადასტურება  და  საბუთების წარმოება;  ფასეულობის/ოქროს ქისების მიღება-გაცემა  მხოლოდ შესაბამისი წესით დარეგისტრირებული, შევსებული და დამოწმებული  ორდერებისა და ნუსხების საფუძველზე;
  • განახორციელოს თანამშრომელთა საქმიანობის სისტემატიურ კონტროლი
  • უზრუნველყოს გასაღებების, კოდებისა, ბეჭდების, შტამპების და დასალუქი საშუალებების წესების შესაბამისად აღრიცხვა, გამოყენება და შენახვა;
  • არსებობის შემთხვევაში ახდენს სამუშაო პროცესების გამართვისა და ოპტიმიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმძღვანელისათვის მიწოდებას;
  • უზრუნველყოს სიახლეების (საბანკო პროდუქტები, პროცედურები) გაცნობა და სამუშაო პროცესში დანერგვა;
  • შეასრულოს ფუნქციები, რომელიც არ  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მარეგულირებელ და ბანკის შიდა ნორმატიულ აქტებს;
  • შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები,  უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება;
  • საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მაქსიმუმ 1 წლიანი  პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 20 სექტემბერის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.