ENG

პორტფელური რისკების მართვის განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

30 ნოემბერი, 2021

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  ვაცხადებთ ვაკანსიას პორტფელური რისკების მართვის განყოფილების უფროსის  პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი.

 

ვის ვეძებთ?

ლიბერთის გუნდი ეძებს საუკეთესო პორტფელური რისკების მართვის განყოფილების უფროსს, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში. მისი ფუნქცია იქნება ბანკის საკრედიტო პორტფელის ზედამხედველობა, მონაცემთა ანალიზი და სხვადასხვა ტენდენციების იდენტიფიკაციით  წვლილის შეტანა ბანკის რისკების, სტრატეგიის და მომგებიანობის მართვაში.

თუ ხართ დაინტერესებული უყუროთ საბანკო საქმეს დიდ სურათში, მოახდინოთ რისკების შეჯამება და საერთო პროფილით დანახვა, იმუშაოთ  ტოპ მენეჯმენტთან ახლოს და გახდეთ წევრი გუნდისა, რომლის მამოძრავებელი ძალაა ბანკის გრძელვადიანი განვითარების მისია,  მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

ვაკანსიისათვის სავარაუდო საჭირო პროფილი ექნებათ საკრედიტო და ფინანსური რისკების მენეჯერებს,  სტატისტიკოს და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსებს მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

 

რას ვიღებთ ჩვენთან:

  • იმუშაოთ მსოფლიო დონის სპეციალისტებთან როგორც ევროპის, ასევე საქართველოს წამყვან კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • განავითაროთ საკრედიტო ანალიზის უმნიშვნელოვანესი ფუნქციები საქართველოში ერთადერთ ბანკში სადაც არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით დანერგილი რისკების მართვის ჩარჩო კორპორაციული მართვის მოდელში;
  • იქონიოთ პირდაპირი კავშირი ბანკის ტოპ მენეჯმენტთან;
  • იყოთ საუკეთესო სამუშაო კულტურის მქონე შეთამაშებული გუნდის წევრი;
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ კარიერულ ზრდაში და შეიქმნათ პლატფორმა რომელიც გაძლევთ კარიერის მრავალი მიმართულების არჩევისთვის მოქნილ  წერტილს;
  • იქონიოთ საშუალება მიიღოთ მსოფლიო დონის ექპერტიზა საკრედიტო რისკებში, სხვადასხვა ლიტერატურის და ტექნიკური ტრეინინგების ხელშეწყობით.

 

რას მოველით თქვენგან:

  • ბანკის საკრედიტო და პორტფელური რისკების გაანალიზება;
  • ბანკის მონაცემთა ბაზების საცავიდან სტრუქტურირებული ინფორმაციის ამოღება და გაანალიზება;
  • უმცროსი მონაცემთა  და პორტფელური რისკების ანალიტიკოსების გაზრდა და დატრენინგება;
  • გაკეთებული დასკვნების წარდგენა ტოპ მენეჯმენტისათვის;
  • ტოპ მენეჯმენტთან ერთად ბანკის რისკებზე მსჯელობა და საკუთარი პოზიციის დაცვა.

 

რა ექსპერტიზა დაგჭირდებათ:

  • საკრედიტო ანალიზის სიღრმისეული ცოდნა;
  • სტრეს ტესტებში და უარესი შემთხვევის სცენარების დაგეგმვის და შემოწმების ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება მონაცემების მომპოვებელი და დასამუშავებელი პროგრამული უზრუნველყოფების ბაზებთან: SQL, Excel;
  • საქართველოს საბანკო სფეროს და მასში მიმდინარე ტენდენციებიs ცოდნა.

 

რა უნარები დაგჭირდებათ:

  • ტექნიკურ-მათემატიკური, რისკებზე დამყარებული ალბათობებით აზროვნება;
  • ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • საკუთარ  განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გადაწყვეტილების მიღება და პასუხიმგებლობის აღება.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 30 ნოემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.