ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
არასტანდარტული
ბოლო ვადა
01 თებერვალი, 2022
აღწერა
ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე ინკასატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა- თბილისი, სათაო ოფისი, ნაღდი ფულისა და ფასეულობების მიმოქცევის განყოფილება.
ძირითადი მოვალეობები:
- განსაზღვრული წესების მიხედვით გადამთვლელი მოლარეებისაგან/გადამთვლელ მოლარეებზე საინკასაციოდ გამზადებული/ინკასაციით მიღებული დალუქული ჩანთების/ტომრების/ბანკომატის კასეტების/PAY აპარატის კასეტების მიღება-გადაცემა, აღრიცხვა და შენახვა შესაბამისი საბუთების წარმოებით;
- განსაზღვრული წესების მიხედვით ინკასატორებისაგან/ინკასატორებზე საინკასაციოდ გამზადებული/ ინკასაციით მიღებული დალუქული ჩანთების (მათ შორის ფასეულობების (ოქროს) ჩანთების) /ტომრების/ჩანთების/ტომრების/ბანკომატის კასეტების/PAY აპარატის კასეტების მიღება-გადაცემა, აღრიცხვა და შენახვა შესაბამისი საბუთების წარმოებით;
- განსაზღვრული წესების მიხედვით ოქროს საცავის სპეციალისტებისაგან/ოქროს საცავის სპეციალისტებზე საინკასაციოდ გამზადებული/ინკასაციით მიღებული ფასეულობების (ოქროს) ჩანთების მიღება-გადაცემა, აღრიცხვა და შენახვა შესაბამისი საბუთების წარმოებით;
- განსაზღვრული წესების მიხედვით და შესაბამისი საბუთების წარმოებით, შენახვაზე აყვანილი დალუქული ჩანთების (მათ შორის ფასეულობების (ოქროს) ჩანთების)/ტომრების/ბანკომატის კასეტების/PAY აპარატის ყუთების დანიშნულებისამებრ გადაცემა გადამთვლელ მოლარე(ებ)ზე/ინკასატორებზე/ოქროს საცავის სპეციალისტებზე;
- არსებობის შემთხვევაში უფროსი მოლარის მეთვალყურეობის ქვეშ, სებ-ში შესატანი ნაღდი ფულის კონტეინერებში განთავსება და დალუქვა; სებ-ში ინკასაციით კონტეინერების გაგზავნისას განსაზღვრული წესების მიხედვით კონტეინერების აღრიცხვა;
- არსებობის შემთხვევაში სებ-დან ინკასირებული (მიღებული-გასაცემი) კონტეინერების აღრიცხვა და ნაღდი ფულის ამოტვირთვა-ჩატვირთვა განსაზღვრული წესების მიხედვით;
- საცავზე პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ, ფასეულობათა საცავში შესატანად/გამოსატანად განკუთვნილი ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობების, დალუქული ჩანთების/ტომრების/კონტეინერების საცავში შეტანა/გამოტანა;
- საინკასაციო ჩანთების/ტომრების/კონტეინერების მიღება გაცემისას ზედმეტობის/დანაკლისის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში ფაქტის დაფიქსირება შესაბამისი საბუთის წარმოებით და ინფორმაციის მიწოდება წესების/პროცედურებით განსაზღვრული რეაგირების წესების შესაბამისად;
- მის პასუხისმგებლობაში არსებული გასაღებების, ბეჭდების, შტამპების და დასალუქი საშუალებების წესების/პროცედურებით განსაზღვრულის შესაბამისად მიღება-გადაცემა და გამოყენება;
- ბანკში არსებული მომსახურების და პოზიციისათვის განსაზღვრული გრაფიკის დაცვა;
- მატერიალური პასუხისმგებლობის აღება საკუთარი მიზეზით დაშვებულ უზუსტობასა და ბანკისათვის მიყენებულ ზარალზე, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება ბანკის კუთვნილი მატერიალური ან/და არამატერიალური ქონების გაუფრთხილებლობით ან განზრახ დაზიანებით/დაკარგვით ან/და განადგურებით;
საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად როტაცია და მივლინება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განთლება;
- საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მაქსიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.