ENG

უმცროსი ეკონომისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

16 ივნისი, 2026

აღწერა

ვაცხადებთ ვაკანსიას უმცროსი ეკონომისტის პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი;

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების მოძიება, შეჯამება და პრეზენტაცია;
  • ყოველთვიური მაკროეკონომიკური ნიუსლეთერისთვის მონაცემების მოძიება, ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
  • მაკროეკონომიკური ინდიკატორების სხვადასხვა წყაროდან შეგროვება, ბაზის განახლება და Data Warehouse-ის მართვაში მონაწილეობა;
  • სექტორული კვლევებისთვის მონაცემების მოძიება, დამუშავება და ვიზუალიზაცია;
  • საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებისა და სიახლეების ანალიზი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკური ინდიკატორების შეფასება და ანალიზი;
  • მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გავლენის შეფასება სხვადასხვა სექტორზე;
  • მონაცემების დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება და ძირითადი მიგნებების ჩამოყალიბება;
  • რეპორტების/პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის მიმართულებით;
  • ეკონომიკური მოდელირების, პროგნოზირების, ფინანსური ანალიზისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Power BI-ის, Python-ისა და R-ის ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროაქტიულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2026 წლის 16 ივნისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.