ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაო საათები
სტანდარტული
ბოლო ვადა
12 მაისი, 2022
აღწერა
ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!
ვაცხადებთ ვაკანსიას ციფრული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
ძირითადი მოვალეობები:
- დიჯითალ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდების სტრატეგიის შექმნა, დაგეგმა და განხორციელება;
- ბანკის ახალი და არსებული კლიენტებისთვის ინტერნეტ და მობაილბანკის არხში საბანკო პროდუქტების დისტანციურად შეძენის უზრუნველყოფა;
- საბანკო პროდუქტების დისტანციურად გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით გაყიდვების და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმა განხორციელება და კონტროლი;
- ბაზრის ანალიზი და დისტანციური გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
- დისტანციურ არხებში ახალი საბანკო პროდუქტების დამატება/განვითარებაზე ზრუნვა და რეკომენდაციების მიცემა;
- ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის და არსებულების რედიზაინის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქტების დანერგვის პროცესში თანამშრომლების სწავლებაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- ენები: ინგლისური, რუსული (სასურველია)
- MS Office სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- გაყიდვების უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა;
- ინიციატორობა;
- სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
- ანალიტიკური უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 12 მაისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია
შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.