ENG

სპეც სერვის-ცენტრების კოორდინატორი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

05 ივნისი, 2022

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!

ვაცხადებთ ვაკანსიას სპეც სერვის-ცენტრების კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი.

 

     ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სპეც სერვის ცენტრების სამუშაო პროცესში ჩართულობა;
  • სპეც სერვის ცენტრებში შესაბამისი საბანკო პროდუქტების გაყიდვის კოორდინაცია;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და შესრულების კონტროლი;
  • ბექ ოფისის და საოპერაციო მხარდაჭერის დეპარტამენტთან ინფორმაციის გაცვლა;
  • პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების მოძიება;
  • პერიოდულად სპეც სერვის ცენტრების ადგილზე მონახულება, არსებული სამუშაო სპეციფიკის ადგილზე შესწავლა და სათანადო რეაგირება;
  • მარკეტინგთან თანამშრომლობა,  სპეც სერვის ცენტრებში მარკეტინგული მასალის საჭიროებების განსაზღვრა;
  • შესაბამის სამსახურებთან ერთად სპეც სერვის ცენტრებისათვის საჭირო ტრენინგების დაგეგმა;
  • შესაბამის ფილიალებთან მიმდინარე საკითხებზე კომუნიკაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კომპანიის ფრონტ ოფისში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური; რუსული (სასურველია).

   

 პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 5 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.