ENG

ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

14 ივლისი, 2022

აღწერა

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!  

ვაცხადებთ ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, რეპორტინგის და მოტივაციის განყოფილება.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების მიმართულებით გეგმების შემუშავება და შედეგების ანალიზი;
  • ანალიტიკაზე დაყრდნობით პრობლემების იდენტიფიკაცია და ცვლილების ინიცირება;
  • IT რეპორტინგის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ბიზნეს ამოცანის სწორად ჩამოყალიბება (თუ ეს საჭიროა რეპორტების სრულყოფისა და Performance-ის გაუმჯობესებისათვის) და შემდგომ შედეგების ტესტირება;
  • ფილიალის თანამშრომლების ბონუსების კალკულაცია;
  • საბონუსე სისტემის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • მონაცემების დამუშავება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მიმართულებით შესაბამისი რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსური, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმატიკის, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური განხრით);
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველია მაკროსების (VBA-ს) გარჩევისა და წერის გამოცდილება;
  • PLSQL/SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • Power BI-ის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge  2022  წლის 14 ივლისის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი/რაიონი , რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომშიკანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.