ENG

ოქროს საცავის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

24 ივნისი, 2022

აღწერა

       ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის! 

ვაცხადებთ ვაკანსიას ოქროს საცავის სპეციალისტის პოზიციაზე.

  ადგილმდებარეობა - თბილისი, ოქროს საცავი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოქროს ქისებთან (საცალო და სალომბარდე ოქროს ქისები) დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოება წესებით/პროცედურებით გასნსაზღვრულის მიხედვით ქისების მიღება-გაცემით, აღრიცხვა-შენახვით და საბანკო პროგრამაში  შესაბამისი პროგრამული რეგისტრაციით; 
  • ოქროს ქისების და სხვა ფასეულობების მიღება-გადაცემა,  აღრიცხვა და შენახვა; განსაზღვრული პროცედურის მიხედვით საბანკო პროგრამაში შესაბამისი პროგრამული გატარებ(ებ)ის დარეგისტრირება და შესაბამისი საბუთების წარმოება და პროგრამული გატარებების დადასტურება;
  • თანამშრომლებზე/სპეციალისტებზე ქისების მიღება-გადაცემა და შესაბამისი საბუთების წარმოება;
  • საინკასაციოდ მოთხოვნილი ოქროს ქისების მიღება და საინკასაციო ჩანთებში გამზადება, შესაბამისი პროგრამული გატარებ(ებ)ის და  საბუთების/სათანადო ნუსხების  წარმოება;  პროგრამული გატარებ(ებ)ის დადასტურება;
  • ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან / ბანკის კლიენტებიდან  საინკასაციო ჩანთ(ებ)ით ქისების მიღება, ჩანთებში განთავსებული ოქროს ქისების გადათვლა,  შემოწმება და წესების მიხედვით აღრიცხვა;
  • საინკასაციო ჩანთების მიღება-გაცემა მოთხოვნებისა და ნუსხებთან შესაბამისობით;  
  • ოქროს ქისების მიღება-გაცემისა და ჩანთების გადათვლისას  ზედმეტობის/დანაკლისის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში  შესაბამისი ფაქტის დაფიქსირება და ინფორმაციის მიწოდება წესების/პროცედურებით განსაზღვრული რეაგირების წესების შესაბამისად;
  • ოქროს ქისებისა და სხვა ფასეულობების მიღება-გაცემა მხოლოდ შესაბამისი წესით დარეგისტრირებული, შევსებული და დამოწმებული  საბუთ(ებ)ის/ორდერ(ებ)ის/ნუსხ(ებ)ის საფუძველზე;
  • საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად როტაცია და მივლინება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება;
  • საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მაქსიმუმ 1 წლიანი  პრაქტიკული გამოცდილება;
  • კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 24 ივნისის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.