ENG

მონაცემთა ხარისხის მენეჯერი/მონაცემთა ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

15 ივნისი, 2025

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!  მონაცემთა ხარისხის მართვის  განყოფილება ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს მონაცემთა ხარისხის მენეჯერის/მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

  • ბიზნეს პროცესების/პროცედურების/სისტემების ანალიზი და რეალურ არსებულ პროცესებთან შესაბამისობის დადგენა;
  • მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა: ხარვეზების იდენტიფიკაცია, აღრიცხვა, ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი რეაგირება;
  • მონაცემთა ხარისხის ხარვეზების გასწორების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან/მონაცემთა მფლობელებთან ერთად (IT, ბიზნესი);
  • ახალი მონაცემთა სისტემების, პლატფორმების და პროცესების  დანერგვაში ჩართულობა;
  • ბიზნეს მოთხოვნების ჩამოყალიბება ტექნიკურ დავალებად;
  • მონაცემთა საცავში არსებული დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი, მონიტორინგის სისტემის მართვა;
  • მონაცემთა კატალოგის შექმნა/დანერგვა/განახლება/გავრცელებაში მონაწილეობა;
  • მონაცემთა მოდელირების პროცესში მონაწილეობა;
  • პერიოდული რეპორტების მომზადება, მონაცემთა ხარისხის სტატუსზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება/საბანკო პროდუქტების ცოდნა;
  • სასურველია ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მონაცემთა მართვის, მონაცემთა ანალიზის ან მონაცემთა ხარისხის კონტროლის მიმართულებით გამოცდილება საბანკო სფეროში;
  • სასურველია ბიზნეს პროცესების აღწერის გამოცდილება;
  • დეველოპმენტ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ზოგადი წარმოდგენა მონაცემთა არქიტექტურასა და მონაცემთა ნაკადებზე;
  • სასურველია გამოცდილება მონაცემთა კატალოგებთან, ბიზნეს ლექსიკონებთან ან მონაცემთა მმართველობის პროექტებში;
  • სასურველია Jira და Confluence პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;
  • PL/SQL ან/და MS SQL-ის ცოდნა/გამოცდილება;
  • სასურველია Power BI-ის ცოდნა/გამოცდილება.


    პროფესიული და პიროვნული უნარები:

  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული, ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემთა რთული ნაკრების ანალიზის და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის უნარი;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge  2025 წლის  15 ივნისის ჩათვლით

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).