ENG

მონაცემთა დაცვის ოფიცერი (DPO)

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

ხუთდღიანი სამუშაო კვირა

ბოლო ვადა

31 იანვარი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) პოზიციაზე იურიდიულ დეპარტამენტში.

 

ძირითადი მოვალეობები:

მონაცემთა დაცვის ოფიცერი პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის (EU) 2016/679 რეგულაციის (GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობაზე. მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვალდებულებები მოიცავს:

  • როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე სამართლებრივ და მარეგულირებელ რეფორმებზე სისტემატური მონიტორინგის განხორციელება;
  • ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა სავალდებულო პროცედურების, ინსტრუქციების თუ პოლიტიკების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში;  
  • ბანკის დასაქმებულებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
  • ბანკის მასშტაბით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში ბანკის მენეჯმენტისთვის ხელშეწყობა;
  • მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ანგარიშების მომზადება ბანკის მენეჯმენტისათვის;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის რისკების შეფასების ვალდებულებებზე რჩევების მიცემა;
  • ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნებზე/საჩივრებზე რეაგირება;
  • პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან მთავარი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
  • მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისათვის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სფეროში (კანდიდატებს LL.M./JD (ან ექვივალენტი) ხარისხით, ევროპული ან ა.შ.შ. უნივერსიტეტებიდან მიენიჭებათ უპირატესობა);
  • სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით, იურიდიულ კომპანიაში, კერძო ან საჯარო სექტორში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო და წერა);
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის, მათ შორის მონაცემთა დაცვის ევროკავშირის რეგულაციის (GDPR) საფუძვლიანი ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატი ფლობდეს გარკვეულ ცოდნას IT უსაფრთხოებისა და მონაცემთა ანალიზის სფეროში.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019  წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.