ENG

იურისტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

ხუთდღიანი სამუშაო კვირა

ბოლო ვადა

31 იანვარი, 2019

აღწერა

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე - იურიდიულ დეპარტამენტში, იურიდიული მხარდაჭერის  განყოფილებაში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი, დიპლომირებული სპეციალისტი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო და წერა);
  • ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა:
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები (იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები);
  • მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები;
  • საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 

 

სამუშაოს აღწერა:

  • საკრედიტო, უზრუნველყოფის, დოკუმენტალური ოპერაციების, სახაზინო ოპერაციების ხელშეკრულებების მომზადება (ცვლილებებისა და დამატებების შეტანა), სამართლებრივი ანალიზი.
  • სხვადასხვა ტიპის და შინაარსის გარიგებების შედგენა, სამართლებრივი ანალიზი;
  • ბანკის კლიენტებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, გარიგებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა, სამართლებრივი ანალიზი;
  • გარიგებების ტიპიური ფორმების შედგენა;
  • გაწეული სამუშაოს რეპორტის/ანგარიშის წარმოება;
  • სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა.
  • ლოიალურობა დამსაქმებლის პოლიტიკისა და საქმიანობის ძირითადი  მიმართულებებისადმი.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019  წლის  31 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, ასევე აუცილებლად დაურთოთ სამოტივაციო წერილიც, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.