ENG

უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი - მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

სტანდარტული

ბოლო ვადა

29 ივლისი, 2025

აღწერა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ჩვენიანი!

მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი, კამპანიების მართვის განყოფილება.

 

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
  • გაქვს განმეორებადი ამოცანების ზუსტად და ყურადღებით შესრულების უნარი;
  • გაქვს 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
  • გსურს განვითარება მარკეტინგის გუნდში;
  • ფლობ Excel-ს სამუშაო დონეზე –  ცხრილებთან მუშაობა, ფორმულებისა და ძირითადი ანალიტიკური ფუნქციების გამოყენება ((VLOOKUP, IF, Pivot Table).
  • სასურველია თუ შენ ფლობ SQL-ისა და BI პლატფორმებს საბაზისო დონეზე;
  • სასურველია თუ ფლობ მარკეტინგულ ძირითად მაჩვენებლებსა და KPI_ებს.

რისი შესრულება იქნება შენი გამოწვევა?

  • მარკეტინგული მონაცემების შეგროვება, ვალიდაცია და ორგანიზება ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტებისთვის;
  • SMS კამპანიებისთვის სამიზნე აუდიტორიების ბაზების მომზადება და delivery reports-ების ანალიტიკა;
  • მონაწილეობა კამპანიების ძირითადი KPI-ების განსაზღვრასა და შედეგების ანალიზში;
  • ჩართულობა ანალიტიკურ პროექტებში და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებაში.

რა შერჩევის ეტაპები გვექნება?

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • დავალების შესრულება;
  • გასაუბრება;
  • სამუშაო შეთავაზების გადაგზავნა შერჩეულ კანდიდატთან.

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ისამართზე: career@libertybank.ge  2025 წლის 29 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.