ENG

საკრედიტო სტაჟირების პროგრამა (მინი სესხები)

ადგილმდებარეობა

სხვადასხვა

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

15 თებერვალი, 2023

აღწერა

თუ გსურს კარიერა საბანკო მიმართულებით განავითარო და მზად ხარ  საჭირო ცოდნა და უნარები გამოიმუშავო - ლიბერთი  განსაკუთრებულ შანსს გაძლევს!

ჩაერთე სტაჟირების პროგრამაში საკრედიტო მიმართულებით (მინი სესხები) და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი.

ვის ვეძებთ:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  სფეროთი დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს - როგორც სტუდენტებს, ასევე უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს.

ადგილმდებარეობა - იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლის რეგიონები.

 

  • მთავარია შეგეძლოს კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • იყო ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • საბაზისო დონეზე ფლობდე MS Office-ს;
  • გქონდეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ:

  • მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაციას;
  • მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას/ანალიზს;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადებასა და კომიტეტზე  წარდგენას;
  • სესხის დოკუმენტირებას და გაცემას; 
  • საკრედიტო პორტფელის მართვას და რეპორტინგს.

 

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 2023 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.