ENG

კომერციული ლიდერი

ადგილმდებარეობა

თბილისი

სამუშაო საათები

არასტანდარტული

ბოლო ვადა

12 სექტემბერი, 2022

აღწერა

ვაცხადებთ  ვაკანსიას კომერციული ლიდერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი..

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • ბანკსი არსებული კლიენტებისთვის დამატებით პროდუქტების შეთავაზება-მიყიდვა;
  • კლიენტებთან შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა-განხორციელება, როგორც პირადად, ასევე თავისი გუნდის მონაწილეობით;
  • გასაუბრებების ჩატარება გაყიდვების მენეჯერის კანდიდატებთან.
  • აქტიური მონაწილეობის მიღება შერჩეული კადრების ტრეინინგებისა და სტაჟირების პროცესში;
  • ახალი კადრებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენა, გაყიდვების, კლიენტების მომსახურების, საბანკო პროგრამების გამოყენების და სხვა მიმართულებების პროცესებში;
  • საკუთარი გუნდის მენეჯერების შედეგების მუდმივი ანალიზი, შეხვედრების ორგანიზება და მათთვის შესაბამისი უკუკავშირის მიცემა, შედეგებთან და სამოქმედო/რაოდენობრივ გეგმებთან დაკავშირებით;
  • გაყიდვების გუნდის გეგმების მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
  • გაყიდვების გუნდის წევრების მუდმივი სტიმულაცია,
  • ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება თავისი გუნდის თანამშრომლებთან დაკავშირებით, მათი შედეგების და სხვა მოქმედებების შესაბამისად;
  • აქტიური კომუნიკაციის წარმოება ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საქმიანობის გამართულად წარმართვის მიზნით;
  • პერმანენტული რეპორტინგის წარმოება, გაყიდვების დეპარატამენტის მიერ დადგენილი პერიოდულობისა და წესების შესაბამისად;
  • თავისი გუნდის User Management-ის წარმოება Sales CRM-ში, დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით;
  • Sales CRM-ის აქტიურად გამოყენება როგორც გუნდის მართვის, ასევე კლიენტებისათვის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება-მიყიდვის პროცესში;
  • ბანკის პროცედურების შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება-წარმოება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის ოპერატიულად მიწოდება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

 

ფუქციები და ვალდებულებები:

  • გუნდის ეფექტიანი მართვა;
  • გაყიდვების ეფექტიანი გუნდის ფორმირება;
  • საკუთარი გუნდის შედეგების მაქსიმიზაცია;
  • საკადრო გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება;
  • პარალელურ სტრუქტურულ ერთეულებთან მაქსიმალური კოორდინაცია.

 

პიროვნული უნარები:

  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა.

 

ანაზღაურება:  750 ლარი (დარიცხული) + გამომუშავებული ბონუსი.

 

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, 2022 წლის 12 სექტემბრის   ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.